პოლარული ღამეები

ენერგიული დღე January 19, 2010

დღეს ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი, ცეკვის და ხტუნვის ხასიათზე ვიყავი.. ხოდა მეც ჩავრთე ჩემი ლათინურები და სამი თუ ოთხი საათი გაუჩერებლივ ვიცეკვე.. (უკარგესი მეთოდია კალორიების დასაწვავად :)) ოთხი საათი ხომ მოვკვდებოდი მოწყენილობით ტრენაჟორების დარბაზში, ასე კი ვერც კი გავიგე დრო სად გაქრა.  ვცადე მობირულით ვიდეოს გადაღება მაგრამ ძალიან ბანძი ხარისხი გამოვიდა და ამიტომ არ ვდებ. სხვა დროს, უკეთესი კამერა რომ მექნება ;)

აი ვნახე რაღაც ძველი..

მე და ლათინელი მეგობარი. გადაღებულია 2006 ის ზაფხულს. ბიგდოის სანაპიროზე

მე და კენეთი :) 2007 წელი ( წლებს ჩემი თმის ფერის და ვარცხნილობის მიხედვით ვადგენ როგორც ყოველთვის))

-

ვარჯიშს და ფორმაში მოსვალს რაც ეხება, ეს ბოლო ორი თვეა თავი ძალიან გავიზარმაცე.  აქამდე კვირაში სამჯერ ვახერხებდი ვარჯიშს, დღეს კვირაში ერთხელაც ძლივს ვაბავ თავს. ასე რომ ამ კვირიდან ვუბრუნდები ისევ ძველ ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში გეგმაშია :)

 

8 Responses to “ენერგიული დღე”

  1. kevana Says:

    მეჩვენება თუ მეორე კლიპში ადგილი არ გყოფნით საცეკვაოდ? არა, მგონი მართლაც პატარა სივრცეა სამოძრაოდ…

    აუ ცეკვები რა კარგია : )

    • polarnights Says:

      ლოლ, ნამდვილად არ გეჩვენება, სადღაც 30 კვადრატული მეტრია ეგ ბინა. ისე დიდი არგილი არც სჭირდება ბაჩატას ;)

  2. Tomushka Says:

    ვობშე ვერ ვცეკვავ :D
    4 საათი რომ იცეკვო, ცეკვა უნდა იცოდე :D

    სხვისი არ ვიცი მაგრამ მე მენანება ტრენაჟორებზე ფულის გადაყრა :D ისეთი კარგი პარკი მაქვს გარშემო მირჩევნია იქ ვირბინო. სუფთა ჰაერი და ამბები :D . აი ცურვა კიდე სხვა რამეაააა :)

    • polarnights Says:

      ბუნება კარგია, მაგრამ აქ ისე ცივა და იმდენი თოვლია რამოდენიმე თვე რომ არ გამოდის სხვაგვარად.. თან მე მხოლოდ არ დავრბივარ, უმეტეს დროს “styrke trening”ს ვუთმობ ( ქართულად ვერ გავიხსენე ეს სიტყვა :S)

  3. piccolina Says:

    აუუუ რა კარგად ცეკვავ, მარ
    მეც მინდა მასე <3
    მე კი მიყვარს ცეკვა, მაგრამ მაინცდამაინც არ გამომდის, რაღაც სასაცილოდ ვცეკვავ :)))

  4. აკაკი Says:

    ლამზი და რომანტიული ცეკვაა, მიყვარს ლათინური ცეკვები, მაგრამ ბაჩატა პირვლად ვნახე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.