16 აპრილს კიდევ ერთი წლით დავბერდი. 24 წლის გავხდი. ჯერ ჯერობით არ მაწუხებს ის ფაქტი რომ წლები გადის და ყოველი დაბადების დღე ჩემს დაბერებას ნიშნავს. ან საერთოდ ვინმეს აწუხებს? ალბათ აწუხებს.
დაბადენის დღეზე 35 მეგობარი მოვიდა. აღარ დავითვლი მათ მოყოლილ მეგობრებსაც. საერთოდ რესტორნის დახურვა იყო გეგმაში მაგრამ შევძელი და დაგვიანებით მივედი საკუთარ დაბადების დღეზე, ამიტომ სერვიტორმაც დაიკიდა და რესტორნის დახურვის მაგივრად უცხო ხალხით გადავსებული დაგვახვედრა. არ ვიცი როგორ მაგრამ ამდენი ხალხის განაწილება მაინც მოხერხდა. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი დრო გავატარეთ რაც რათქმაუნდა ყველაზე მნიშვნელოვანია.



:D kargi misaloci baraTia RmerTmani :)
lol… dzlaian vixalise :)))
gilocav dagvianebit!! asaki ra mosatania!;)))
10x ^_^ ..