პოლარული ღამეები

რამოდენიემე წამით ლოფოტენის კუნძულებზე დეკემბერი 27, 2009

ეს დღეებია გარეთ თითქმის არ გავსულვარ. ფანჯრებიდან თუ ვადევნებდი თვალ-ყურს ფიფქების ცვენას. აუხდათ ნორვეგიელებს ოცნება. თოვლის მოსვლა ყველაზე მეტად სასიხარულო ნორვეგიელებისთვის ხომ შობაზეა.
სახლით უკვე მოწყენილი ნეა, ჩავსვი თავის ვარდისფერ კალიასკაში და ცოტა გავისეირნეთ. ეტყობა ესიამოვნა სუფთა ჰაერი და  რამოდენიმე წუთშივე ჩაეძინა. ემმა (ჩემი სამ კილოიანი ცუგა ) რათქმაუნდა თან გვახლდა.. სიხარულით წინ დაკუნტრუშებდა და თან ჩვევად აქვს ყოველს 5 წამში ერთხელ უკან მოხედვა, მამოწმებს, ხომ არსად გავეპარე :))
ამდენი თოვლის დანახვაზე ლოფოტენის კუნძულები გამახსენდა.

ალბათ ლოფოტენის კუნძულების ხსენებაზე, თეთრი დათვები, პინგვინები და მხოლოდ თოვლი წარმოგიდგენიათ. მე ყოველშემთხვევაში  სხვა რამე ვერ წარმოვიდგინე მაშინ.
ჯერ იქიდან დავიწყებ რომ ვცხოვრობდით პატარა ხის კოტეჯში, რომელის აივანიც ატლანტის ოკეანის სანაპიროზე იყო  გადმოკიდული. გარშემო თეთრად დათოვლილი მთები. თოლიებიც პირველად მაშინ გავიცანი.
დღეში სადღაც სამჯერ ვთევზაობდით და ერთი წლის განმავლობაში თევზის გარდა თითქმის სხვა საჭმელი არც კი გაგვხსენებია.
მახსოვს 2000 წელს რა ამბავი იყო. რატომღაც ყველა ქვეყნიერების აღსასრულზე და  ღვთის რისხვაზე ლაპარაკობდა)) ერთი სიტყვით ხალხი რაღაცას ელოდებოდა.. მეც სულ რაღაც 13 წლის ბავშვი ადვილად დამაშინეს და ნამდვილად არ მიხაროდა ამ წლის მოსვლა )) მოვიდა 2000 წელის 31.დეკემბერი. გარეთ საშინლად მოყინული იყო და ასე ბარბაც ბარბაცით  სახლში მიმეჩქარება. თან თორმეტ საათს რაღაც წუთები უკლია. (ახლა მართლა ვერ ვიხსენებ ასეთ დროს გარეთ მარტო რას ვაკეთებდი  )) ჩრდილოეთის ნათება მანამდე ბევრჯერ მენახა, მაგრამ ნამდვილად არა ასეთი ამ დღეს რომ ვნახე.

წითელ ცაზე მოულოდნელად უამრავი ფერების შეხლა შემოხლა მოხდა. წარმოიდგინეთ უზარმაზარი მოძრავი წისარტყელა, მთელ ცაზე გადაჭიმული.
მე ისედაც  გულგახეთქილის, ძალან შემაშინა ამ მოულოდნელმა სანახაობამ და მოვიკუნტე.  გულში გავიფიქრე, აგერ შენი ქვეყნიერების ახსასრულიც თქო :)) ისეთი ლამაზი იყო..რამოდენიმე წამის მერე შიშმა გამიარა და დავტკბი სანახაობით. ნამდვილად არასდროს დამავიწყდება 2000 წლის ახალი წელი :)

მიხარია რომ ჩრდილოეთის ზაფხულიც ვნახე. თავისებურია. არასდროს ცხელა.არც ღამდება. რამოდენიმეჯერ შუაღამისას გამღვიძებია და ვერ გამეგო, ჩამეძინა და გვიან გავიღვიძე თუ ჯერ ისევ

შუაღამეა და ძილის დრო. პოლარული ღამეები მაინც ძალიან განსხვავდება სხვა ღამეებისგან. უცნაურია.. და სხვა ჩვეულებრივი ბნელ ღამეებთან შედარებით უფრო მოწყენილი.

მის მერე სამწუხაროთ არასდროს აღარ ვყოფილვარ ჩრდილოეთით, ლოფოტენის კუნძულებზე,

თუმცა უახლოეს მომავალში გეგმაში მაქვს რამოდენიმე დღით ისევ

სტუმრობა. თუნდაც იმიტომ რომ აკას დაპირებული ჩრდილოეთის ნათებას შევახვედრო :)

 

ნორვეგიული ტრადიცული შობა დეკემბერი 14, 2009

როგორც იქნა გამოვნახე დრო ჩემი პირველი პისტისთვის ))
დღევანდელი 25 დეკემბერი ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულად კარგია. ბერვი რამის გამო..  ყველაზე მეტად ალბათ იმიტომ რომ ჩვენთვის ეს  პირველი შობაა ნეასთან ერთად. მეორე იმითომ რომ გარეთ უმაგრესი ამინდია, თოვს.. და მესამე..  ულამაზესი და სიხარულით სავსე დღე მქონდა.
პირველ რიგში ავღნიშნავ იმას რომ შობა ჩემთვის უბრალოდ ლამაზი ტრადიციაა და მეტი არაფერი. საერთოდ მიყვარს კარგი ტრადიციები რასაც რაღაც სიხარულის და კარგის მოტანა შეუძლია.

ნორვეგიაში შობაზე ყველა ისევენბს. ანუ თუ მაღაზიაში საჭმლის ყიდვა ვერ მოასწარი, დარჩები მშიერი, რადგან რამოდენიმე დღე ყველაფერი დაკეტილია.
შობაზე ოჯახები სტუმრობენ ერთმანეთს, მიირთმევენ ტრადიციულ საშობაო კერძებს, როგორიცაა “lutefisk”, ანუ თევზის გამომშრალი ნაჭრები რომელსაც რამოდენიმე დღე წყალში თითქმის ლპება. შარშან როგორც იქნა გავბედე გასინჯვა.საბედნიეროდ გადავურჩი რწყევას, არაფრის გემო არ ქონდა ))
კიდევ რამოდენიმე ტრადიციული კერძი რომელის გარეშეც ნორვეგიელებისთვის შობა არ არსებობს  “ribbe” (ღორის ან ხბოს ნეკნები) და “pinnekjøtt” ( გამომშრალი, დამარილებული ხბოს ნეკნები) რომელიც როგორც წესით კარტოფილთან და კომბოსტოს მწნილთან ერთად მიირთმევენ. დესერტებიდან ტრადიციულია  ბრინჯის კრემი, შოკოლადის ფუდინგი, მარციპანი და აშ. მე პირადად დესერტებიდან “kransekake” შემიყვარდა. აზრზე არ ვარ რისგან კეთდება, მაგრამ ძალიან გემრიელია.

ლუდი და არაყი (aquavit) ერთერთი ტრადიციული სასმელია. არანაკლებ  შვედური შობის ტრადიციული სასმელი რომელიც უკვე საკმაოდ კარგად დამკვიდრდა ნორვეგიაშიც “gløgg” ინგლისურად “mulled wine”  იგივე წითელი დამტკბარი ღვინო, რომელიც ცხელი ისმევა.

ყველაზე მეტად შობაზე საჩუქრების გაცვლა გამოცვლა მომწონს.საჩუქრების შეძენაზე არის ხოლმე ერთი ამბავი მაღაზიებში. განსაკუთრებით შობის ბოლო დღეებში. მოკლედ ქუჩაში  ფერად- ფერად, ლამაზად გაბანტულ ყუთებით დატვირთულ ხალხს ვერსად გაექცევი.

საჩურები როგორც წესი 25 ში დილით იხსნება, ან შუაღამისას 24რიცხვში 12 საათს რომ გადასცდება. ჩვენ ვეღარ მოვითმინეთ და გუშინ თორმეტი საათისკენ მთელი ჯრიამულით და გულისფანცქალით გავფრცქვენით ჩვენი საჩუქრები. ))   განსაკუთრებულ ყურედღების ცენტრში ნეა იყო. იმდენი საჩუქრები მიიღო, აღარ იცოდა რომლისთვის შეეხედა. ზოგის შეეშინდა კიდევაც და იტირა. )) შემდეგისთვის ალბათ თოვლის ბაბუაც გვეყოლება ნეასთვის, მაგრამ ჯერ ის არ ვიცით, ეს შობაზე მოხდება თუ ახალი წლისთვის.

მოკლედ ახალწლამდე ვისვენებ და სახლში ნებივრობის მეტი არაფერი არ მაქვს გეგმაში ჩემს პატარა ოჯახთან ერთად. როგორც წესი ალბათ ახალწელს ქართული სუფრით და ტრადიციებით შევხვდებით.