პოლარული ღამეები

პირველად სნოუბორდზე იანვარი 8, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 1:45 AM

დღეს სრულიად შემთხვევით წავაწყდი  რამოდენიმე ძველ  ვიდეო ჩანაწერებს.  მაგარი ვიცინე და ვიხალისე საკუთარ თავზე :)  2008 ში პირველად დავდექი სნოუბორდზე.  მასწავლებელი აკა იყო რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი დრო გავატარეთ.
სამწუხაროდ დიდი სურვილის და მიხედვით შარშან  ვერ მოავხერხე იგივეს გამეორება ორსულობის გამო. სხვა უამრავ გასაჭირთან ერთად მუცელზე ხოხიალი ნამდვილად არ მაკლდა.. ამიტომ დიდი იმედები მაქვს რომ წელს მაინც მოვახერხებ სადმე სნოუბორდზე სრიალს.  უფრო სწორად კუსავით ჩემს ბაკანზე ხოხიალს :)) ჯერ ჯერობით!! :))

დავამონტაჯე მე თვითონ, ესეც პირველად :p  მაგარი შეუხამებელი მუსიკა დავადე, მაგრამ მაინც ;)