პოლარული ღამეები

დამარცხებული ღორის გრიპი იანვარი 17, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 2:22 PM
გუშინწინდელი ჩემი სიხარული მოკლვადიანი აღმოჩნდა. რამოდენიმე საათის შემდეგ, ვიგრძენი თუ როგორ დაიწყო მოგზაურობა ღორის გრიპის ვირუსმა ჩემს სხეულში :( სულ რაღაც ორ საათში ტახტზე ღონემიხდილი ვეგდე. მეორე დილით, ანუ გუშინ, რომ გავიღვიძე, ასე მეგონა ცემენტში ვიყავი ჩაწებებული. სხეულის ყოველი კუნთი მტკიოდა და განძრევა მიჭირდა :(   ხოდა, გუშინ მთელი დღე წუწუნში გავატარე. სამაგიეროდ, აკა გვანებივრებდა მე და ნეას მთელი დღე :)) ნეა, მემგონი ჩემზე უკეთ დრძნობდა თავს. დიდი ვერაფერი ვერ მითხრა, მაგრამ აშკარად ცუდად არ იყო. უბრალოდ ბევრი ეძინა..
მზადებაში ვარ. იდეაში დროის გატარებას ვაპირებ მეგობრებთან ერთად. რა მერე რომ ცუდად ვგრძნობ თავს..

მზადებაში ვარ. იდეაში დროის გატარებას ვაპირებ მეგობრებთან ერთად. მერე რა რომ ცუდად ვგრძნობ თავს..

გავემზადე გასასვლელად, მაგრამ ვხვდები რომ ვერსადაც ვერ გავალ. თავს საშინლად ვგრძნობ. სამაგიეროდ აკას მორთმეული უგემრიელესი ჩაით და აივნიდან ულამაზესი ხედით დავტკბი :)

გავემზადე გასასვლელად, მაგრამ მივხვდი რომ ვერსადაც ვერ გავალ. თავს საშინლად ვგრძნობ. სამაგიეროდ აკას მორთმეული უგემრიელესი ჩაით და აივნიდან ულამაზესი ხედით დავტკბი :)

აი ასე, ვერსადაც ვერ წავედი. საღამოს უკვე ისე შემომნიტია ვირუსმა რომ, წოლის მეტი აღარაფერი მინდოდა.
საბედნიეროდ დღეს ისე ჩვეულებრივად და კარგად ვგრძნობ თავს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. როგორც ჩანს ომი ჩვენ  მოვიგეთ!! :))