პოლარული ღამეები

დღევანდელი ფოტო სესია მარტი 15, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 1:35 PM

 

ไชโย ანუ გაგიმარჯოს!! მარტი 14, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 6:04 AM

გუშინ აკამ გადაიბარა ნეა და დავრჩი მე მარტო ჩემს “ჩანგთან” ერთად (Chang – ტაილანდური ლუდი) გავაგრძელე სმა და თან ვირტულაურად ვადღეგრძელებდი მეგობრებს :)) მე და სიფო ვსვავდით ერთად. ის შამპანიურს :D ლოოლ.. ძალიან მაგარი საღამო მქონდა. განსხვავებული.

მერე დანიელები ჩამოვიდნენ. გამოველაპარაკე. სულ მარტო სმას მთვრალ დანიელებთან ერთად ვამჯობინე.. ერთმანეთის რამდენი გვესმოდა ნუ იკითხავთ. მე ნორვეგიულად ისინი დანიურად და თანაც დანიურად მოლაპარაკე ნასვამი კაცი. რომ იცოდეთ როგორ ჟღერს დანიური ენა ნამდვილად შეგეცოდებოდით :D

აკამ ნეა რომ დააძინა სულ ცოტახნით შემომიერთდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვიშიშვლეთ ტანისამოსი და აუზში გავგრილდით. საღამოს თერთმეტისთვის უკვე ისეთი ნასვამი ვიყავი რომ ბოლოს სახლის კიბეები მახსოვს და ის რომ საწოლის დანახვა გამიხარდა. :))

 

ნეას მოგაბარეთ ცოტახნით ვინმეს რა.. :S მარტი 13, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 10:59 AM

სანაპიროზე ვარ. ლუდს ვწრუპავ. ვეწევი… მაგრამ ჩემი ნუ შეგსურდებათ. ნეას დევნაში ვარ. პირში ხან ქვებს იტენის, ხან ფოთლებს. წეღან ბანანი მივეცი და საჯდომით დასრისა..ტაკოზე აეკრო ყველაფერი და სხვა რაღაცას უფრო გავდა ვიდრე დასრესილ ბანანს :)) ერთი სული მაქვს როდის დაიღლება დაიძინებს და მეც აკაკისთან ერთად ბასეინში ვილივლივებ

 

ჩვენი დღევანდელი ნახევარი დღე. უკომენტაროდ :D მარტი 12, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 4:52 PM

ჩვენი დღევანდელი ნახევარი დღე. უკომენტაროდ :D

 

კუნძულის გარშემო მარტი 11, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 7:13 PM

ისეთი დაღლილი ვარ რომ ბევრი წერის თავი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ამავედროს რამენაირად თქვენც მინდა გაგიზიაროთ ჩემი დღევანდელი ლამაზი დღე.

სროლისას

რადგან მანქანა ვიქირავეთ მთელი დღით გადავწყვიტეთ, რომ რასაც მოვასწრებდით გვენახა კო სამუის კუნძულზე. პირველად ჩანჩქერის და სპილოების სანახავად ვიყავით. ჩანჩქერი დიდი არაფერი. არ ავღფრთოვანებულვარ. არც იყო დიდი 18 მეტრი მხოლოდ. სპილოებზე ჯდომა იყო სამაგიეროდ ძალიან მაგარი. ჩვენი სპილოს წლოვანება ვიკითხეთ და 35 წლის გოგო იყო. უსაყვარლესი არსება. კისერზე დაჯდომის ნება დამრთეს. ბუსუსები ჰქონდა მაგარი ტანზე, ღორს რომ აქვს მასეთი. ნეასთვის ეტყობა ისეთი დიდი იყო სპილო რომ ვერ აღიქვა მისი არსებობაც კი. ხორთუმი რომ ამოყო რამოდენიმეჯერ საჭმლის მისაღებად მაშინ დაიწყო თავისებურად ყივილი (ნეამ) :))

შემდეგ მოვინდომეთ მეორე, უფრო დიდი 80 მეტრიანი ჩანჩქერის ნახვაც. მანამდე პარატა ვეფხვის ბოკვერს მოვეფერეთ და ვაჭამეთ ფიები. რაღაცნაირად კრუსუნებდა. თან სულ მეშინოდა არ შემოტრიალებულიყო და კლანჭი არ გამოეკრა სადმე :))
მოკლედ მოვიარეთ შემდეგ მთელი ზოოპარკი, ნიანგებიც და მაიმუნებიც ვნახეთ, მაგრამ ჩანჩქერი სხვა დროისთვის გადავდეთ იმიტომ, რომ ნეა ძალიან გადაიღალა და შეგვეცოდა.

უი ლამის სულ დამავიწყდა. სანამ სპილოზე დავჯდებოდით აკამ პისტოლეტი უნდა გასროლონოო. სროლა ჩემი დიდი ოცნება არასდროს ყოფილა, ამიტომ თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ მაინც დამიყოლია. ახლაც კი ვბრაზობ რომ ვერ ვისროლე. შემეშინდა. ერთი ტყვია რომ გავისროლე მივუგდე აკას იარაღი. ნამდვილად არ ვარ სროლისთვის დაბადებული :))

ყოველ წვრილმანზე აღარ დავწერ. ასე მოვიარეთ დღეს მთელი კუნძული. ყველაფერთან ერთად კარგი ისიც იყო, რომ დღეს მთელი დღეა პერიოდულად წვიმს და არ დაგვნანებია სანაპიროზე მზეზე რომ არ ვნებივრობდით. ტროპიკულ წვიმაშიც კი მოვყევით (მანქანაში რომ ვიჯექით). ხვალ ისევ მზიანი ამინდია გამოცხადებული და ისევ სანაპირო და განცხრომა :) აქ ყოფნის სულ ერთი კვირაღა დაგვრჩა და ჯერ ვეგუები. ერთი თვე კიდევ სიამოვნებით დავრჩებოდი.

ხო მართლა. დღეს ტატუზეც შევიარე. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე რაღაც. ჯერ-ჯერობით საიდუმლოა. 16 რიცხვში მივალ და გავიკეთებ და შემდეგ გაგიმხელთ რათქმაუნდა ;)

უსაყვარლესი <3

სიპლო )))

მე და ჩემი სიცოცხლე

მე და ჩემი სიცოცხლე <3

 

ტაილანდი <3 მარტი 10, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 9:29 AM

უკვე ზუსტად ორი კვირაა და ორი დღეა რაც ტალიანდის ჰავით, მზით და ზღვით ვტკბებით.  პირველი 5 დღე მხოლოდ ბანგკოკში დავყავით როგორც დაგეგემილი გვქონდა.
აეროპორტიდან გამოსვლა იყო ძალიან მაგარი. ლაითად რომ ვთქვათ სული შეგვეხუთა :)

დროში ექვსი საათია განსხვავება. ანუ ნორვეგიაში თუ შუადღის პირველი საათია, ტაილანდში საღამოს ექვსია. ოსლოდან შუადღის ორის ნახევარზე გამოვფრინდით. თვითმფრინავში არ გვძინებია. მთელი დღე ვიფრინეთ და ბანგკოკში რომ დავჯექით ამ დროს ჩვენთვის უკვე ძილის დრო იყო. ოსლოს დროით ღამის პირველის ნახევარი. ბანგკოკში კი დილის 7ის ნახევარი იყო. ახლაც მიკვირს საკუთარი თავის, სად მქონდა იმდენი ენერგია. იმის და მიუხედავად რომ პირველი ორი დღე არ მეძინა, აკლიმატიზაციის და jet lag ის გამო იხტიბარი არ გავიტეხე და ასე დაღლილმა და გამოუძინელებელმა მოვიარეთ ბანგკოკის მთავარი ქუჩები.

მოკლედ გადავლახეთ ეს პერიოდიც. ვიშოპინგეთ ისე როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა. ქალაქის ცენტრი მოვიარეთ. მეფის სასახლის ნახვაც მოვასწარით.
შოპინგს რაც ეხება, გოგოებო! :)) უზარფმაზარი არჩევანი გაქვთ ბანგკოკში. თავად MBK, Siam Paragon,  Central World, Pratunam Center შოპინგ ცენტრები მოვიარე. თვითეული ცენტრი იმხელაა რომ თუ გულმოდგინეთ დათვარიელება გაქვსთ გეგმაში, მხოლოდ ერთი შოპინგ ცენტრის დასათვალიერებლად მთელი ერთი დღე ნამდვილად დაგჭირდებათ. უფრო დაბალ ფასებში თუ გსურთ ნივთების შეძენა ამისთვის ბაზრობებია, მაგრამ რათქმაუნდა ხარისხიც შესაბამისად დაბალია.

ბანგკოკი მართლაც უზარმაზარი ქალაქია.  რაღაც თითქოს დაუსრულებლად დიდი, ქაოუსური, მტვრიანი, მაგრამ არა ჭუჭყიანი. ქუჩაში ნაგვის დაყრა ისედაც არ მიყვარს მაგრამ მაინც ხომ იცით ხანდახან წაგიცდებათ ხელი. კიდევ კარგი რაღაც საუბარმა მოიტანა და ერთმა ტაილანდელმა გაგვაფრთხილა, სიგარეტის ნამწვავი ან ნაგავი ძირს არ დაყაროთ თორემ კარგ ჯარიმას აიკიდებთო. სხვათაშორის it helps. ამხელა ქალაქი და უსუფთაო დანაგვიანებული ქუჩა არსად შემინიშნავს მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ყუთებს ქუჩაში ვერსად ნახავთ. კარგა ხანი ერთმანეთს ვეკითხებოდით ნეტა სად ყრიან ნაგავს, რატომ არ დგას ურნები. ბოლოს ერთ ადგილობრივს ვკითხეთ და თურმე ორი წლის წინ ბომბები დაუმალავთ ნაგვის ურნებში და აუფეთქებიათ. მას მერე მოაშორეს ქუჩებს ნაგვის ყუთები.

ინგლისურად მოსახლეობის 99,9 საშინლად საუბრობს. ამიტომ უკვე რამოდენიმეჯერ შეგვემთხა გაუგებრობები. ლოლ..რამოდენიმეჯერ ცივი ყავა რომ შევუკვეთე, შაქრის და რძის გარეშე, თავი კი დამიქნიეს ვითომ გაიგეს მაგრამ მაინც შაქრით და რძით გაბერილი ყავა მომართვეს.

უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას ყოველთვის პირველი თვალში რაც მხვდება ეს მომსახურეობაა. ძალიან მაღიზიანებს დაბღვერილი სახეს ყურება, რადგან მისი პრიდუქტი არ ვიყიდე ან უბრალოდ, ის ცუდ ხასითზეა და ამას იმჩნევს. ყოველთვის ვადარებ ამა თუ იმ ქვეყანას ნორვეგიას, რადგან ჯერ ჯერობით ვფიქრობ რომ ნორვეგიაში ყელაზე მაღალი დონის მომსახურეობა აქვთ. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომ ტაილანდში ნებისმიერ ადგილას, ბაზარი იქნება, სანაპიროზე სიცხეში მოვაჭრე გლეხი თუ დიდ სუპერმარკეტში გამოპრანჭული გამყიდველი ცდილობენ ყველანაირად კარგად მოგემსახურონ. პირველად ტაილანდის შესახებ რომ ვკითხულობდი მას ღიმილის ქვეყანად მოიხსენიებენ. ასეც არის. ქუჩაში ყველა გიღიმის და თავისთავად ეს ღიმილიც შენც გედება რაც არ უნდა არ გეღიმებოდეს :) დადებითი ენერგიით იმუხტები. კიდევ ერთი რამ რაც მე და აკას ჯერ ისევ გვაკვირვებს. ნეაზე და საერთოდ პატარებზე ჭკუა ეკეტებათ. ქალი იქნება, ბავშვი თუ კაცი. დაიჭერენ შენდა დაუკითხავად, მოეფერებიან, კამფეტებს უყიდიან, სურათებს გადაუღებენ, დასრისავენ და მერე თუ არ წაართვი ბავშვი ალბათ სახლშიც წაიყვანენ. არადა ვისაც კი ვკითხეთ უმეტეს თავად ყავს შვილი. ჯერ ჯერობით ვერ მივხვდით ასეთ სითბოს ბავშვების მიმართ რისგან არის გამოწვეული. მათ რელიგიასთან აქვს კავშირი?  არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ მართლა დავინტერესდი ამით.

კო სამუი ტაილანდის ერთ-ერთი პატარა კუნძულია, სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. პირველი რაც შევნიშნეთ უამრავი პალმების ხეებია. ველური ბუნება.

ლამაის სანაპიროზე დავსახლდით. ორი ფეხის ნაბიჯზეა სუპერმარკეტები, მაღაზიები და ბაზრობები. აკამ მოპედი დაიქირავა. ხვალისათვის მანქანის ქირაობაც გვაქვს გეგმაში და მთელი კუნძულის გულმოდგინედ დათვალიერება.
ვცდილობთ მაქსიმალურად დავისვენოთ და მზეზე გავთბეთ, თუმცა ისე ცხელა, რომ რამოდენიმე წუთიც საკმარისია გასარუჯად :) უკვე ისეთი შემწვარი ვარ რომ საკუთარ თავს ძლივს ვცნობ სარკეში.

ტაილანდის შესახებ იმდენი რამ მინდა მიგიყვეთ რომ ამას მართლა მთელი დღე რომ ვწერო მართლა ვერ მოვრჩები. ამიტომ სჯობს დანარჩენი შემდეგი პოსტისთვის შემოვინახო :)

სალონში მომტაცეს ნეა და დასრისეს :))