პოლარული ღამეები

კუნძულის გარშემო მარტი 11, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 7:13 PM

ისეთი დაღლილი ვარ რომ ბევრი წერის თავი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ამავედროს რამენაირად თქვენც მინდა გაგიზიაროთ ჩემი დღევანდელი ლამაზი დღე.

სროლისას

რადგან მანქანა ვიქირავეთ მთელი დღით გადავწყვიტეთ, რომ რასაც მოვასწრებდით გვენახა კო სამუის კუნძულზე. პირველად ჩანჩქერის და სპილოების სანახავად ვიყავით. ჩანჩქერი დიდი არაფერი. არ ავღფრთოვანებულვარ. არც იყო დიდი 18 მეტრი მხოლოდ. სპილოებზე ჯდომა იყო სამაგიეროდ ძალიან მაგარი. ჩვენი სპილოს წლოვანება ვიკითხეთ და 35 წლის გოგო იყო. უსაყვარლესი არსება. კისერზე დაჯდომის ნება დამრთეს. ბუსუსები ჰქონდა მაგარი ტანზე, ღორს რომ აქვს მასეთი. ნეასთვის ეტყობა ისეთი დიდი იყო სპილო რომ ვერ აღიქვა მისი არსებობაც კი. ხორთუმი რომ ამოყო რამოდენიმეჯერ საჭმლის მისაღებად მაშინ დაიწყო თავისებურად ყივილი (ნეამ) :))

შემდეგ მოვინდომეთ მეორე, უფრო დიდი 80 მეტრიანი ჩანჩქერის ნახვაც. მანამდე პარატა ვეფხვის ბოკვერს მოვეფერეთ და ვაჭამეთ ფიები. რაღაცნაირად კრუსუნებდა. თან სულ მეშინოდა არ შემოტრიალებულიყო და კლანჭი არ გამოეკრა სადმე :))
მოკლედ მოვიარეთ შემდეგ მთელი ზოოპარკი, ნიანგებიც და მაიმუნებიც ვნახეთ, მაგრამ ჩანჩქერი სხვა დროისთვის გადავდეთ იმიტომ, რომ ნეა ძალიან გადაიღალა და შეგვეცოდა.

უი ლამის სულ დამავიწყდა. სანამ სპილოზე დავჯდებოდით აკამ პისტოლეტი უნდა გასროლონოო. სროლა ჩემი დიდი ოცნება არასდროს ყოფილა, ამიტომ თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ მაინც დამიყოლია. ახლაც კი ვბრაზობ რომ ვერ ვისროლე. შემეშინდა. ერთი ტყვია რომ გავისროლე მივუგდე აკას იარაღი. ნამდვილად არ ვარ სროლისთვის დაბადებული :))

ყოველ წვრილმანზე აღარ დავწერ. ასე მოვიარეთ დღეს მთელი კუნძული. ყველაფერთან ერთად კარგი ისიც იყო, რომ დღეს მთელი დღეა პერიოდულად წვიმს და არ დაგვნანებია სანაპიროზე მზეზე რომ არ ვნებივრობდით. ტროპიკულ წვიმაშიც კი მოვყევით (მანქანაში რომ ვიჯექით). ხვალ ისევ მზიანი ამინდია გამოცხადებული და ისევ სანაპირო და განცხრომა :) აქ ყოფნის სულ ერთი კვირაღა დაგვრჩა და ჯერ ვეგუები. ერთი თვე კიდევ სიამოვნებით დავრჩებოდი.

ხო მართლა. დღეს ტატუზეც შევიარე. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე რაღაც. ჯერ-ჯერობით საიდუმლოა. 16 რიცხვში მივალ და გავიკეთებ და შემდეგ გაგიმხელთ რათქმაუნდა ;)

უსაყვარლესი <3

სიპლო )))

მე და ჩემი სიცოცხლე

მე და ჩემი სიცოცხლე <3