პოლარული ღამეები

თორმეტი საათი ღრუბლებში! თებერვალი 23, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 3:23 AM

დღევანდელი ჩემი დღე რომ ავღწერო ძალიან მოკლედ, ვიტყოდი ასე. ”ერთი გრძელი და დამღლელი დღე სადღაც ღრუბლებს შორის ან მინუს თექვსმეტი გრადუსიდან ოცდაცხრამეტი გრადუსისაკენ ”  ამ დღეს სამი თვეა ვგეგმავთ. მე პრინციპში ვირველად რომ ვიყავი ორი წლის წინ მას მერე ვფიქრობ ტაილანდში ისევ სტუმრობას. ამჯერად კი ჩემს ყველაზე სასურველ ადამიანებთან ერთად, აკასთან და ნეასთან ერთად გავატარებ ერთ მხიარულ, საინტერესო, ლამაზ და რაც მთავარია მზიან თვეს ტაიალნდში!! როგორ მიხარია ვერ წარმოიდგენთ!  მითუმეტეს როცა ოსლოში ისეთი საშინელი ამინდი იყო რომ კოლექტიური ტრანსპორტით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. კიდევ კარგი  სახლიდან ძალიან ადრე გამოვედით თორემ დარწმუნებული ვარ ბანგკოკის რეისსაც გავუშვებდით ჩვენი წინა ლონდონი – ოსლოს რეისის არ იყოს : )) რათქმაუნდა მეტრომ ძალიან დააგვიანა თოვლიანობის გამო. ასევე ავტობუსიც კარგახნის დაგვიანებით ძლივს მოჩაქჩაქდა. ტაქს რომ დავუწყეთ რეკვა გამოსაძახებლად მალევე მივხვდით რომ ამას აზრი არ ჰქონდა რადგან ჩვენ დღეში სხვა ბევრი იყო და რიგში მოგვიწევდა მაინც დგომა.  ბოლოს გაგვიმართლა და  სასურველ ავტობუსს გავყევით. სასაცილოა რომ სკანდინავიაში, ნორვეგიაში ყოველი თოვლის მოსვლამ ამდენი აურზაური შეუძლია მოახდინოს!

აეროპორტში რათქმაუნდა ტოლმასავით გახვეულები მივედით მაგრამ მოვიფიქრეთ (ჩემი იდეა იყო :P ) და ზედმეტი თბილი თანსაცმელი იქვე შევინახეთ.
ჩემს სამგზავრო ჩემოდანში თუ დაიჯერებთ ერთი ჯინსის შორტის და წითელი მაისურის გარდა სხვა არაფერი მიდევს. ეს იმიტომ რომ ტაიალნდში ამდენიხნის ნანატრ გიჟურ შოპინგს ვაპირებ :P ლოლ. მოგახსენებთ, რომ ბანგკოკში ტანსაცმელი 5 – 6 ჯერ იაფია ოსლოსთან შედარებით.

ძალიან გვეზარებოდა 12 საათი თვითმფრინავში გატარება მითუმეტეს ნეასთან ერთად რომელიც ამ ბოლო დროს ისე გააქტიურდა რომ ერთ ადგილას არ ისვენებს. სულ რამოდენიმე დღეა რაც ფეხი აიდგა და დაჯდომას ან ხოხიალს აღარ კადრულობს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად არც ისე ცუდად მიდის ჩვენი საქმე. ახლა ჯერ ისევ თვითმფრინავში ვზივართ. სადღაც ორ საათ ნახევარში ჩავფრინდებით. რა მოითმენს ამ ორ საათს. მშია, მეძინება და მეწევინება!

ნეას საკუთარი საწოლი მისცეს.. მაგარი ინებივრა :)

ნეას საკუთარი საწოლი მისცეს.. მაგარი ინებივრა :)

 

პირველი საღამო ლონდონში თებერვალი 13, 2010

პირველი შთაბეჭდილებები

დავიწყებ ცუდით ანუ იმით რაც არ მომეწონა. სანაგვის ყითები ძალიან ბევრი ვეძებეთ და ერთი ორს თუ წავაწყდით. მეორე, აკამაც აღნიშნა რომ ნორვეგიელი გოგოები გარეგნულად მისთვის და ჩემთვისაც უფრო მიმზიდველები არიან ვიდრე ბრიტანელი გოგოები. საბედნიეროდ ჯერ ჯერობით სხვა პრეტენზიები არ მაქვს :)

ჩვენს პატარა ოსლოსთან შედარებით საკმაოდ დიდი და ულამაზესი ქალაქია. ეს ჯერ-ჯერობით რაც სასტუმროს და რესტორანის ძებნისას მოვახერხეთ თვალის შევლება. თავაზიანი და ყურადღებიანი ხალხია. ქუჩაში არცერთ მოქალაქეს არ დაზარებია გზის  მისწავლება. თუმცა აკა როგორც ყოველთვის წინასწარ შემზადებული იყო და იცოდა საით უნდა წასულიყო, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც რამოდენიმეჯერ კითხა მიმართულება.

ჩვენი სასტუმროს წინ :)

მოკლედ დღეს დიდი ვერაფერი ვერ მოასწარით. დრო თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა.
მოვთავსდით სასტუმროში tower bridge-ს გვერდით.
ცოტაოდენი მოწესრიგების, შხაპის მიღების და გამოკაზმვის შემდეგ გულის ფანცქალით გავეშურეთ ქართული რესტორნის ” mimino” სკენ. ლონდონში და რატომ მაინც და მაინც ქართულ რესტორანში? ალბათ ამას ემიგრანტი ქართველები უფრო კარგად გამიგებენ, თან აქვე მინდა ავღნიშნო რომ ნორვეგიაში ქართული რესტორანი არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა.
სხვათაშორის ასეთ კარგ სერვისს არ ველოდი ნამდვილად. ღიმილი და თავაზიანობა ნამდვილად არ დავიწყებიათ. უგემრიელესი ხინკალი მოგვართვეს და პრინციპში ვერც ვერაფერი დავუწუნე. მწვადიც, ხაჭაპურიც და სხვა დანარჩენი ყველაფერი გემრიელი იყო.
წამოსვლისას დამატებითი ხაჭაპურები დავაცხობინეთ და წამოვიღეთ : )) მნიამ!!

რესტორანიც არ უჩიოდა კლიენტების ნაკლებობას. ერთადერთი რამ რაც არ მოგვეწონა იყო რუსული ძალიან ხმამაღალი საესრტადო სიმღერები! აკას ჩემს ხმას მაგიდის მეორე მხარეს ძლივს ვაწვდენდი.

მიმინოში იმდენი ვჭამეთ და დავლიეთ (თეთრი ღვინო) რომ ნამდვილად არ ვჭამ ამდენს მთელი კვრის განმავლობაში. : )) სახლში დიდი ქშენვით და სიცილ ხარარით მოვგორდით.

და ბოლოს. ჩემი განცხრომის კიდევ ერთ-ერთი პატარა მიზეზი. აკას დიდი ხვეწნით და მუდარით, მწეველის ოთახი დავაბრონინე. ვინაიდან და რადგანაც სახლში არ ვეწევი და მიწევს ხოლმე აივანზე გათოშვა მოწევის დროს, ახლა შემიძლია წამოვგორდე და ეს სიამოვნება ასე მივიღო!!  მწევლებო, ვიცი გამიგებთ : ))

ახლა კი ხვალამდე. ხვალ ლონდონი უნდა მოვიაროთ!!

საწოლის გასწვრივ დიდი სარკე მომეწონა ))

საწოლის გასწვრივ დიდი სარკე მომეწონა ))

))

 

ზოგი ჭირი მარგებელია – აეროპორტშიც კი :P თებერვალი 12, 2010

უკვე რამოდენიმე დღეა ვაპირებ დაპოსტვას და თქვენთვის ჩემი სიახლეების გაზიარებას, მაგრამ ეს დღეები რაღაც ზედმეტად გადავიტვირთე და სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. თუმცა დიდი არც არაფერი მომხდარა. ეს კვირა თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად დროის გატარებას და “ფართი” ებს დავუთმე.

მოკლედ როგორც იქნა მოვახერხეთ და მე და აკაკი ცოტა ხნით ვშორდებით ოსლოს. ჩვენი პატარა ბებიას (დედაჩემს) მივაბარეთ და გეზი ლონდონისკენ გვაქვს აღებული. მართალია დიდი ხნით არ ვაპირებთ, სულ რაღაც ორი დღით, მაგრამ მაინც. როგორც ყოველთვის ვიცი რომ წინ დაუვიწყარი დღეები გველოდება. რადგან ამას აკასთან ერთად ყოველთვის ვახერხებ. ყველაზე მაგარი კი ისაა რომ ორ საათიანი სამუშაოს გამო აკაკი მივლინებაში გაუშვეს და ჩემი წაყვანის უფლება მისცეს კომპანიის ხარჯზე.

რეისი ოსლო-მიუნჰენი-ლონდონი გვქონდა. მიუნჰენში უამინდობის გამო ჩვენი ფრენა გადაიდო. რაც ძალიან მაგარია!! იმიტომ რომ ვალდებულები იყვნენ რაიმე სხვა ალტერნატივა შემოეთავაზებინათ და უფრო ძვირ ბილეთებთში გადაგვიცვალეს. ანუ პირველივე რეისი პირდაპირი ოსლო-ლონდონი შემოგვთავაზეს რაც სულ რამოდენიმე საათში იქნება და მანამდე ლუდის წრუპვა, საუბრი და duty free შოპირნგი გვაქვს გეგმაში. თან ბლოგის დაწერაც მოვასწარი :P

P.S. სურათების გადამყვანი კაბელი იმ ჩემოდანშია რომელიც უკვე ჩავაბარეთ და ამიტომ ფოტოებს მოგვიანებით დავდებ :)

P.P.S. აბა მისურვეთ ბედნიერი მგზავრობა!! :))

P.P.P.S  გამოსავალი ვიპოვეთ. აკამ მობილურით გადამიღო სურათი და იმეილზე გამომიგზავნა. დატკბით!! :p

აეროპირტში ბლოგის წერისას :))

 

ოხ ეს თებერვალი თებერვალი 4, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 3:13 PM

ეს კვირა ისე თვალსა და ხელსშუა გაქრა..  ხშირად ეს მაშინ მემართება როცა გადატვირთული კვირა მაქვს, მაგრამ ამჯერად მემგონი ეს გადატვირთულობის ბრალი ნამდვილად არაა.  რისი ბრალია? თებერვლის!! ჩემთვის ყველაზე მოსაწყენი თვე! თებერვალში რაღაც არაფერი არ ხდება გარდა ერთისა, ველოდები გაზაფხულს იმიტომ რომ გაზაფხულზე ზაფხულის მოსვა მიხარია.ლოლ..

ყველაფერს ვცდილობ იმისთვის რომ ასეთი ჩვეულებრივი დღეები არაჩვეულებრივი გავხადო.  იმედი მაქვს რომ ეს დღესაც გამომივა. გეგმაში დაქალთან შეხვედრა და ტორტის გამოცხობაა. ხვალ დაბადების დღე აქვს და შევპირდი ცოტას მივეხმარებოდი. მე  ხომ ტორტის მცხობელი მარო ვარ,ლოლ.  არადა დიდი არაფერი. რამოდენიმე ნამცხვრის და ტორტის გაკეთება ვიცი სულ. გავიქეცი ახლა სანამ დავაგვიანე..

საღამომდე :)

ემას ლეკვი..

ჩემი პრინცები ))

 

მომილოცეთ, ბებია გავხდი )) თებერვალი 1, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 12:32 PM

უკვე შეგიძლიათ მომილოცოთ! :) 28 იანვარს ბებია გავხდი. ლოოლ.. ამდენიხნის ნანატრი ლეკვები როგორც იქნა მოგვევლივნენ.

ემას დილით დაეწყო მშობიარობა. მე და დედაჩემმა მთელი პანიკით და ერთი ამბით დავურეკეთ ვეტერინარს. ახლა არ უწევს მშობიარობა, შემდეგ კვირას დარეკეთო. არადა რაც სჭირდა ყველაფერი დეტალებში ავუხსენი რაც აშკარად მშობიარობის ნიშნები იყო. მიდი და ენდე ახლა აქ ექიმებს. ცოტახანში დიდი წივილ კივილით პირველი ლეკვი გააჩინა. უფრო სწორედ სახლში დარბოდა წკმუტუნით და უცებ გაძვრა ლეკვი (( პატარა არ სუნთქავდა. დედაჩემა კი ბერა პირში საწყალს მაგრამ ვერაფერი ვერ ვუშველეთ. საბედნიეროდ დანარჩენი ორი ჩვეულებრივად დაბადა და მემგონი მშვენივრად გრძნობენ თავს:)

ემა მშობიარობის დროს :)

ემა მშობიარობის დროს :)

ემას პირველი ლეკვუცა. დედიკოს ჰგავს )) მეორე შავი ეყოლა. ორივე ბიჭები.

 

ლოს ანჯელესის სალსა იანვარი 27, 2010

როგორც იცით ლათინური ცეკვები ძალიან მიყვარს და ვცეკვავ კიდეც. დღეს დღეობით რაც და როგორც ვიცი მხოლოდ და მხოლოდ ლათინო დისკოტეკებზე ვისწავლე. ალბათ ადამიანს როცა რაღაც მოსწონს მაშინ უფრო უადვილდება სწავლა. ხოდა, ვიფიქრე, რომ რახან მომწონს ცეკვა, შევიდოდი კურსებზე და გავაუმჯობესებდი ტექნიკას. დღეს პირველად ვიყავი სალსას კურსზე. ისე ვიხალისე წამოსვლა აღარ მინდოდა.
ჩემი მასწავლებელი რომელსაც ქვია ჯეზი, არის ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლათინო ცეკვების ინსტრუქტორი. ასევე ცნობილი გადაცემიდან  “Dansefeber” და ” So you think you can dance-Scandinavia”. პიროვნულადაც ძალაინ  ხალისიანი და საყვარელი ტიპია :)

ესეიგი, არსებობს სალსას რამოდენიმე სტილი. ესენია :

  • Casino (cuban style) salsa
  • LA (Los Angeles) salsa
  • NY (New York) salsa
  • Venezolana salsa
  • Colombisk salsa
  • Mambo
  • Puerto Rico salsa
  • Rueda de Casino
  • Disko Salsa

მე მხოლოდ კუბანურ და ლოს ანჯელესის სტილს ვცეკვავ და ამიტომ შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოგცეთ რა განსხვავებაა მათ შორის.

კუბანური (Casino) არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტილი. ამ დროს წყვილი ცეკვავს ერთმანეთან ახლოს. კუბანური ასევე გამოირჩევა ფეხის სწრაფი, მოკლე და რთული მოძრაობით.

ლოს ანჯელესის (LA) სტილი როგორ ვიცი ძალიან ჰგავს ნოუორკის სტილს. შეიცავს ბევრ აკრობატულ ელემენტებს და ხშირად გამოიყენება დატრიალებები ვიდრე კუბანურ სტილში.  ჩემის აზრით LA უფრო დახვეწილია და გამოირჩევა სხეულის ჯვარედინი მოძრაობით.

განსხვავებების ნახვა გაცილებით იოლია თუ ამას ცეკვის დროს ნახავთ.

დღეს მე დავიწყე საშუალო დონიდან ლოს ანჯელესის კურსებზე. ის ილეთები რაც გვასწავლეს პრინციპში ვიცი მაგრამ არა ისე როგორ მე მინცდა ვიცოდე. როგორც ვთქვი დასახვეწი მაქვს ბევრი რამ.
ამ ყველაფერ კარგთან ერთად ცუდი ის იყო, რომ დამავიწყდა საცეკვაო ფეხსაცმლის წაღება და დამძვრა ფეხები. თან ინსტრუქტორისგან შენიშვნაც მივიღე, საცეკვაო ფეხსაცმელი გჭირდებაო. არადა ოხრად მაქვს :)) (მაღალქუსლიან-მაღალყელიანი ჩექმა მეცვა. თან დიდი მაქვს. ლოლ) მოკლედ ეგ არაფერი. შემდეგ კვირას უფრო მომზადებული მივალ.

ბოლოს რომ მოვრჩით ვარჯიშს, ჯეზიმ და მისმა დამხმარე გოგომ გაიმეორეს ზუსტად ის ილეთები რაც დღეს ვისწავლეთ სპეციალურად იმისთვის, რომ ჩვენ ვისაც სურვილი გვექნებოდა ჩაგვეწერა კამერებში და სახლში ვარჯიშის დროს გაგვეხსენებინა ნასწავლი. (იხილეთ ზევით დედებული ვიდეო)

მე და აკა სალსა კრუიზის ლიფტში. :)) გადაღებულია 2009 წლის სექტემბერს      მე და კენეთი სალსას ცეკვის დროს

მე და კენეთი სალსას ცეკვის დროს.

 

მმმ…კვირა.. იანვარი 25, 2010

კვირა. ჩვენი უსაქმურობის და სახლში ფუსფუსის დღე. კვირას ვერ წარმომიდგენია სახლში უსაქმურობის გარდა სხვა რა უნდა ვაკეთო… ეტყობა მიჩვევაზეა ყველაფერი. დღევანდელმა კვირამაც ასე უსაქმურად ჩაიარა. თუმცა გააჩნია ეს ვის როგორ ესმის. სახლში საკუთარ ოჯახთან ერთად დროის გატარება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ყოველშემთხვევაში :) მართლა არაფერს მირჩევნია ჩემს კვატთან და დიდ მამალ ბატთან ( აკასთან,ლოლ ) ერთად არაფრის და ასევე ბევრი ძალიან კარგი რამის კეთება..  საუბარი, სიცილი,საჭმლის ერთად გაკეთება, რამდენიხანიც გამიხარდება იმდენიხნით აკას ჩახუტება, ფილმის ერთად ყურება და თან პოპკორნის კრაწუნი. მხოლოდ თორმეტ საათს რომ გადასცდება მაშინ ვიგრუზები, ხვალ ხომ ორშაბათია :( სულ მინდა რომ შაბათ კვირა იყოს და ვინებივრო. მხოლოდ მე მჭირს ეს სიზარმაცე ?

გუშინ ის წყლის კამერა ვიყიდე, ამდენიხანია რომ მინდა, Canon D10 .  ხოდა, დღეს მთელი დღეა არ ვასვენებ.ვუღხიკინებ )) მშვენიერ სურათებს იღებს,ვიდეოსაც. ერთი წყალში ვერ გამოვცადე, ნეას  ბანაობისას ვაპირებდი და სულ გადამავიწყდა. ერთი სიტყვით დიდად აღფრთოვანბული არ ვარ. უბრალოდ მომწონს რომ წყლის კამერაა. ზღვაზე თუ აპირებთ დასვენებას ძალიან გამოგადგებათ, მაგრამ ყოველდღიური  გამოყენებისთვის მაინც სხვა უფრო მსუბუქ კამერას გირჩევდით.

აი ახალი კამერით გადაღებული  ვიდეოები. თავად შეაფასეთ :)

ლოლ, ჩვენ რომ ვუსაქმურობთ, სამაგიეროდ ამ დროს ნეა საქმიანობს :)) ორი წამით უკან არ მივდიეთ და ემმას საჭმელი მიირთვა :))

(რას ვბურდღუნებ, ვერ ვიტან საკუთარ ხმას :ს)

ფაფის ზელვა ნეასებურად :))

 

ღამის ცხოვრება ოსლოში იანვარი 24, 2010

ფარტიზე წასვლამდე))ვაი თავი. ვაიმე სხეულის ყოველი კუნთი მტკივა. საშინლად მოთენთილი ვარ.. წყალი!! ლოგინი მინდაა!!  აბა რა მეგონა გუშინ რომ ვსვავდი იმდენ ალკოჰოლს? გუშინდელი ღამე ლათინო კლუბში გავატარე ჩემს ასევე ლათინო დაქალებთან ერთად. არა, სხვათაშორის გუშინ ძალიან თავშეკავებულად დავიწყე სმა, სულაც არ ვაპირებდი დილის 6 ზე სახლში გამთენიისას დაბრუნებას და არც ამდენის დალევას, მაგრამ რა ჩემი ბრალია გუშინ სასმელი ასე ოხრად რომ მქონდა? რატომ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ სრულიად უცნობმა ლათინო ბარმერმა რატომღაც ითავა საკუთარ თავზე ჩემი სასმელით მომარაგება და არა მარტო ბარმენმა..  რომ გადავწყვიტე სასმელი წყლით შემენაცვლებინა, მესმის ხმა რამოდენიმე წუთის წინ გაცნობილი გოგოსი. ტეკილაზე მეპატიჟება))) მევთქვი არა გმადლობ, სხვა დრის თქო, მაგრამ ვინ რა მაცალა.. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ ხელზე ისე გემრიელად მომაყარა მარილი და გამომიწოდა მწვანე ლიმონი რომ უარი ვეღარ ვუთხარი :)) ცოტახნის შემდეგ facebook ის მისამართები გავცვალეთ :) ჰაჰა.. საინტერესო იქნება ხვალ მასთან ფხიზელზე საუბარი. ხოდა, სალსას სწავლა მინდა, რა მაგარიაო.. დამავიწყდა მეთქვა თუ როგორ გავიცანი ჩემი ახალი მეგობარი. ეს გოგო მეგობრებთან ერთად რაღაცნაირად  იყო ლათინურ ღამის კლუბში მოხვედრილი, ეტყობოდათ პირველად.. ხოდა, რომ დავჯექი ორი წამით შესასვენებლად და ლუდის მოსაწრუპად, მოვკვდი მაგათი საცოდაობის ყურებით. იდგნენ ეს დაქალუშკები და ცდილობდნენ ვინმესთვის მიებაძათ ბაჩატას ცეკვაში. ერთ-ერთი განსაკუთრებით მონდომებული იყო.. მეც ავდექი და მივედი, მოდი გასწავლო თქო და ისეთი იგაუხარდა განსაკუთრებით ერთ-ერთს, რომ მეცა მაშინვე. სასიამოვნოა როცა კარგ ხასიათზე ხარ და ასევე კარგ ხასიათზე მყოფ, გახსნილ და კონტაქტურ ადამიანებს ხვდები. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ან რამდენად ნაცნობი. ვერც ბარმენთან ცეკვას ვერ გადავურჩი. სხვათაშორის კარგად ცეკვავდა. სამწუხაროდ სამუშაოს გამო ორ წუთშივე მოუხდა ბართან დაბრუნება.

არც ისე ბევრი ნორვეგიელი დადის ლათინურ კლუბებში. ლათინო დისკოტეკები დანარჩენი კლუბებისგან იმით გამოირჩევა რომ აქ იშვიათად ვინმე დამჯდარი ნახოთ. ხალხი გაუჩერებლად ცეკვავს იმ დროს როცა ჩვეულებრივ დისკოებზე გაცილებით დიდი დრო ეთმობა ჯდომას, საუბარს და სმას. ნორვეგიელების უმეტესობას სწორედ ეს მეორე ვარიანტი უფრო იზიდავთ. ამ კლუბებში ხშირად ერთი და იგივე ხალხი დადის. ანუ იცნობენ ერთმანეთს, იციან ვინ როგორ ცეკვავს და ყველაზე კარგ მოცეკვავეებს მოსვენებას არ აძლევენ, როგორც ბიჭებს ასევე გოგოებს. ლოლ, მეც ვიცი ერთი ორი რომლებთანაც მიხარია და მომწონს ცეკვა იმიტომ, რომ კარგად ცეკვავენ და რამოდენიმე რომლებსაც არ ვეკარები. მე პირადად არ ვიცი ვინ როგორ მოცეკვავედ მთვლის, მაგრამ ლათინურ კლუბში არასდროს ვარ ასე ვთქვათ “პარტნიორის” გარეშე. ხო კიდევ, ბიჭი თუ მოვა და გთხოვს რომ ეცეკვო, ეს ძალიან ჩვეულებრივი რამ არის.. იგივენაირი ქცევაც ჩვეულებრივია გოგოების მხრიდან. ანუ ჩვეულებრივია გოგო მივიდეს და უცხო ბიჭს სთხოვოს რომ ეცეკვოს. ლათინო დისკოტეკების კიდევ ის მომწონს, რომ ხალხი განსაკუთრებულად თბილია, თავაზიანი და მხიარული.

ახლა რა ხდება სხვა, ანუ არა-ლათინო დისკოტეკებზე და ღამის კლუბებში. სადღაც უკვე თორმეტი საათისკენ იწყება კლუბების შევსება. გასაკვირი ისაა რომ ასე ადრე საკმაოდ ნასვამ ხალხი იყრის თავს. ბევრი წინასწარ იკრიბება ერთმანეთის სახლებში, რასაც “vorspiel” ს ეძახიან. ანუ ყველას მიაქვს საკუთარი სასმელი შეკრების ადგილზე, სვამენ რაც შეიძლება მეტს და ასე უკვე ნასვამები გადიან გარეთ დროის გასატარებლად. ზოგი ამ დროს უკვე ფეხზე ძლივს დგას და მათთვის ესაა კარგი დროის გატარება. ასე უკვე კარგად ნასვამები კიდევ ძალიან ბევრ სასმელს მიირთმევენ ბარში თუ დისკოტეკაზე. საცეკვაო დარბაზები ხშირად სავსეა მოცეკვავე ახალგაზრდებით, მაგრამ მე ამას ქაოსს უფრო მეძახი ვიდრე ცეკვას. ხალხი ერთმანეთში ირევა, ზოგჯერ წააწყდებით დაქალებს რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთთან ცეკვავს. ზოგნი არც ერთმანეთთან საკმაოდ ახლო კონტაქტს ერიდებიან. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ვისაც რა გაუხარდება აკეთებს იმას. დაბოღმილ, შურიან სახეს ძალიანაც რომ მოინდომო ვერ ნახავ იმიტომ, რომ ხალხი აქ გასართობად მოდის. თუ ზედმეტად ნასვამი ხარ და ფეხზე ვეღად დგები მცველი გამოგელაპარაკება და ან შენი ნებით ან მისი ძალით გარეთ აღმოჩნდები. თუ ხმაურს ატეხავ და პრობლემებს შექმნი პოლიცია ორ წუთში  წაგათრევს საჭირო ადგილას და მეორე დღეს პახმელიის გარდა კიდევ კარგი დიდი ჯარიმაც გაგახალისებს.

ყველანაირი დისკოტეკა თუ ბარი შუაღამის 3 საათზე იკეტება (დიახ, ასეთი მკაცრი კანონები მოქმედებს აქ :( ). ამ დროს დამშეული ხალხის რიგი დგება ქებაბის “ჯიხურებთან”.  სახლში თუ გეჩქარება წასვლა სჯობს ეს ერთი საათით ადრე გააკეთო, რადგან უკვე სამი საათისთვის იმდენი ადამიანი მიდის სახლში, რომ ტაქსის შოვნა ძნელია. თუ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობ და ტაქსის ფული არ გაქვს, (დაახლოებით 14 კმ მგზავრობა 400 კრონი ჯდება ანუ 120 ლარი. ღამით კიდევ უფრო ძვირია) ღამის ავტობუსებიც დადიან 4 საათამდე. ვისაც არც შია და არც სახლში არ ეჩქარება მიდიან nachspeil-ზე, ანუ აგრძელებენ სმას და გართობას დილამდე.

აი ასე.. გუშინ მართლა ერთ-ერთი დაუვიწყარი საღამო მქონდა ჩემს ლათინელ მეგობრებთან ერთად. სახლში კი მოვედი საშინლად დაღლილი და ფეხებ დასიებული, მაგრამ ნამდვილად ღირდა ეს საამისოდ.

ერთერთი საღამო ლათინელ მეგობრებთან ერთად

 

ენერგიული დღე იანვარი 19, 2010

დღეს ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი, ცეკვის და ხტუნვის ხასიათზე ვიყავი.. ხოდა მეც ჩავრთე ჩემი ლათინურები და სამი თუ ოთხი საათი გაუჩერებლივ ვიცეკვე.. (უკარგესი მეთოდია კალორიების დასაწვავად :)) ოთხი საათი ხომ მოვკვდებოდი მოწყენილობით ტრენაჟორების დარბაზში, ასე კი ვერც კი გავიგე დრო სად გაქრა.  ვცადე მობირულით ვიდეოს გადაღება მაგრამ ძალიან ბანძი ხარისხი გამოვიდა და ამიტომ არ ვდებ. სხვა დროს, უკეთესი კამერა რომ მექნება ;)

აი ვნახე რაღაც ძველი..

მე და ლათინელი მეგობარი. გადაღებულია 2006 ის ზაფხულს. ბიგდოის სანაპიროზე

მე და კენეთი :) 2007 წელი ( წლებს ჩემი თმის ფერის და ვარცხნილობის მიხედვით ვადგენ როგორც ყოველთვის))

ვარჯიშს და ფორმაში მოსვალს რაც ეხება, ეს ბოლო ორი თვეა თავი ძალიან გავიზარმაცე.  აქამდე კვირაში სამჯერ ვახერხებდი ვარჯიშს, დღეს კვირაში ერთხელაც ძლივს ვაბავ თავს. ასე რომ ამ კვირიდან ვუბრუნდები ისევ ძველ ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში გეგმაშია :)

 

Canon PowerShot D10 Digital Camera ?? იანვარი 18, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 6:29 PM
Tags: , ,

ვაშაა :) როგორც იქნა! უკვე რამდენი თვეა ველოდები ანაზღაურებას დაზღვევისგან… თუმცა მათი რა ბრალია, მეც კარგად ვიზარმაცე და გვიან შევატყობინე.. მოკლედ ამ ზაფხულს თბილისისკენ რომ მივემგზავრებოდით გაქრა ჩემი აპარატი (Canon Digital IXUS 80 IS.) სად და როგორ აზრზე არ ვარ, ფაქტია რომ ვეღარ ვიპოვნეთ.
ყველაზე მეტად გადაღებულ სურათებზე დამწყდა გული, მაგრამ თავი იმით ვინუგეშე რომ ამას დაზღვევა ამინაზღაურებდა. ხოდა, გუშინ შემატყობინეს რომ ყველაფერი რიგზეა და აასრულეს დანაპირები. ანუ დამიბრუნეს ის თანხა რამდენიც თავის დროზე აპარატში მივეცი. ასე რომ არ დაიზაროთ და დაიზღვიეთ თავი. ამით თავს აარიდებთ ზედმეტ ნერვიულობას :))

აი ასე გამოიყურებოდა ჩვენი დიგიტალ კამერა

ერთი სული მაქვს ახალს როდის შევიძენ. დაახლობით ვიცი როგორიც მინდა.. canon D10 ის  დიზაინი არ მომწონს, დიდია და უხეში, მაგრამ სამაგიეროდ წყლის კამერაა, რომელიც ყველაზე მეტად ახლა გამომადგება. თან ნეას დაღეჭვ- წამებებსაც გაუძლებს :)) იმედია სხვა ფუნქციები კარგი აქვს.

canon powershot digital camera

Sony s 90 -იც მომწონს, მაგრამ მემგონი სამოგზაუროდ ისევ canon D10 ჯობია.

თქვენ რომელს მირჩევდით?

cool!! :)