პოლარული ღამეები

ზოგი ჭირი მარგებელია – აეროპორტშიც კი :P თებერვალი 12, 2010

უკვე რამოდენიმე დღეა ვაპირებ დაპოსტვას და თქვენთვის ჩემი სიახლეების გაზიარებას, მაგრამ ეს დღეები რაღაც ზედმეტად გადავიტვირთე და სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. თუმცა დიდი არც არაფერი მომხდარა. ეს კვირა თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად დროის გატარებას და “ფართი” ებს დავუთმე.

მოკლედ როგორც იქნა მოვახერხეთ და მე და აკაკი ცოტა ხნით ვშორდებით ოსლოს. ჩვენი პატარა ბებიას (დედაჩემს) მივაბარეთ და გეზი ლონდონისკენ გვაქვს აღებული. მართალია დიდი ხნით არ ვაპირებთ, სულ რაღაც ორი დღით, მაგრამ მაინც. როგორც ყოველთვის ვიცი რომ წინ დაუვიწყარი დღეები გველოდება. რადგან ამას აკასთან ერთად ყოველთვის ვახერხებ. ყველაზე მაგარი კი ისაა რომ ორ საათიანი სამუშაოს გამო აკაკი მივლინებაში გაუშვეს და ჩემი წაყვანის უფლება მისცეს კომპანიის ხარჯზე.

რეისი ოსლო-მიუნჰენი-ლონდონი გვქონდა. მიუნჰენში უამინდობის გამო ჩვენი ფრენა გადაიდო. რაც ძალიან მაგარია!! იმიტომ რომ ვალდებულები იყვნენ რაიმე სხვა ალტერნატივა შემოეთავაზებინათ და უფრო ძვირ ბილეთებთში გადაგვიცვალეს. ანუ პირველივე რეისი პირდაპირი ოსლო-ლონდონი შემოგვთავაზეს რაც სულ რამოდენიმე საათში იქნება და მანამდე ლუდის წრუპვა, საუბრი და duty free შოპირნგი გვაქვს გეგმაში. თან ბლოგის დაწერაც მოვასწარი :P

P.S. სურათების გადამყვანი კაბელი იმ ჩემოდანშია რომელიც უკვე ჩავაბარეთ და ამიტომ ფოტოებს მოგვიანებით დავდებ :)

P.P.S. აბა მისურვეთ ბედნიერი მგზავრობა!! :))

P.P.P.S  გამოსავალი ვიპოვეთ. აკამ მობილურით გადამიღო სურათი და იმეილზე გამომიგზავნა. დატკბით!! :p

აეროპირტში ბლოგის წერისას :))