პოლარული ღამეები

H1N1 იანვარი 15, 2010

Filed under: Uncategorized — polarnights @ 3:44 PM
Tags: , , ,

როგორ იქნა გადავწყვიტე და ავიცერით H1N1 ვირუსზე  მე და ნეა. ესეც იმის გამო რომ მეშიანია მოგზაურობის დროს რამენაირად არ გადამედოს და მთელი, ასე ნანატრი დასვენება არ გავიფუჭოთ.( ტაილანდში ვაპირებთ დასვენებას თებერვლისთვის. ამაზე მერე.. ) თავიდან ვთქვით მე და აკამ რომ დიდი არაფერია ეს ვურუსი და არ ავიცრებოდით.. მაგრამ  ნეასთვის რა გვექნა? რომ არ ავცრათ,ვაი და გადაედოს და ვერ გადაიტანოს? ავცრათ და ვაიდა აცრამ  ცუდად იმიქმედოს?მოკლედ, ბევრი ფიქრის და კამათის შემდეგ,ბოლოს მაინც აცრა ვარჩიეთ.
ეს უსიამოვნება 100 კრონი დამიჯდა. (100 nok = 17.6 USD)  ნეასთვის უფასო იყო რათქმაუნდა.  ჩემს გარდა კიდევ რამოდენიმე იყო რიგში.თითქმის მხოლოდ მოხუცები და ჩემნაირი ბავშვიანი დედიკოები.  ნეამ შედარებით კარგად აიტანა ჩხვლეტა ვიდრე მეგონა. რომ უჩხვლიტეს, შემომხედა, პირი ოთხკუთხედად დააღო, თვალები მოჭუტა, ცხვრი დაუმრგვალდა და შემდეგ სულ რამოდენიმე წამით ატირდა. ორი წუთის შემდეგ აღარაფერი ახსოვდა. იჯდა და ექთნის მიცემულ სათამაშოს გულმედგინედ ათვარილებედა. ექთანი ლამაზი ახალგაზრდა გოგო იყო. შევაქე, ჩხვლეტაც კი ვერ ვიგრძენი თქო და გაუხარდა:)) მოკლედ, ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ ვგრძნობ. არ ვკვდები )) არც აცრილი მკლავი მტკივა, არც სიხცე მაქვს და არც კუნთების ტკივილს განვიცდი, მაგრამ საბოლოო რეზულტატს ალბათ რამოდენიმე დღეში მივიღებთ :)