პოლარული ღამეები

ლოს ანჯელესის სალსა იანვარი 27, 2010

როგორც იცით ლათინური ცეკვები ძალიან მიყვარს და ვცეკვავ კიდეც. დღეს დღეობით რაც და როგორც ვიცი მხოლოდ და მხოლოდ ლათინო დისკოტეკებზე ვისწავლე. ალბათ ადამიანს როცა რაღაც მოსწონს მაშინ უფრო უადვილდება სწავლა. ხოდა, ვიფიქრე, რომ რახან მომწონს ცეკვა, შევიდოდი კურსებზე და გავაუმჯობესებდი ტექნიკას. დღეს პირველად ვიყავი სალსას კურსზე. ისე ვიხალისე წამოსვლა აღარ მინდოდა.
ჩემი მასწავლებელი რომელსაც ქვია ჯეზი, არის ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლათინო ცეკვების ინსტრუქტორი. ასევე ცნობილი გადაცემიდან  “Dansefeber” და ” So you think you can dance-Scandinavia”. პიროვნულადაც ძალაინ  ხალისიანი და საყვარელი ტიპია :)

ესეიგი, არსებობს სალსას რამოდენიმე სტილი. ესენია :

  • Casino (cuban style) salsa
  • LA (Los Angeles) salsa
  • NY (New York) salsa
  • Venezolana salsa
  • Colombisk salsa
  • Mambo
  • Puerto Rico salsa
  • Rueda de Casino
  • Disko Salsa

მე მხოლოდ კუბანურ და ლოს ანჯელესის სტილს ვცეკვავ და ამიტომ შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოგცეთ რა განსხვავებაა მათ შორის.

კუბანური (Casino) არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტილი. ამ დროს წყვილი ცეკვავს ერთმანეთან ახლოს. კუბანური ასევე გამოირჩევა ფეხის სწრაფი, მოკლე და რთული მოძრაობით.

ლოს ანჯელესის (LA) სტილი როგორ ვიცი ძალიან ჰგავს ნოუორკის სტილს. შეიცავს ბევრ აკრობატულ ელემენტებს და ხშირად გამოიყენება დატრიალებები ვიდრე კუბანურ სტილში.  ჩემის აზრით LA უფრო დახვეწილია და გამოირჩევა სხეულის ჯვარედინი მოძრაობით.

განსხვავებების ნახვა გაცილებით იოლია თუ ამას ცეკვის დროს ნახავთ.

დღეს მე დავიწყე საშუალო დონიდან ლოს ანჯელესის კურსებზე. ის ილეთები რაც გვასწავლეს პრინციპში ვიცი მაგრამ არა ისე როგორ მე მინცდა ვიცოდე. როგორც ვთქვი დასახვეწი მაქვს ბევრი რამ.
ამ ყველაფერ კარგთან ერთად ცუდი ის იყო, რომ დამავიწყდა საცეკვაო ფეხსაცმლის წაღება და დამძვრა ფეხები. თან ინსტრუქტორისგან შენიშვნაც მივიღე, საცეკვაო ფეხსაცმელი გჭირდებაო. არადა ოხრად მაქვს :)) (მაღალქუსლიან-მაღალყელიანი ჩექმა მეცვა. თან დიდი მაქვს. ლოლ) მოკლედ ეგ არაფერი. შემდეგ კვირას უფრო მომზადებული მივალ.

ბოლოს რომ მოვრჩით ვარჯიშს, ჯეზიმ და მისმა დამხმარე გოგომ გაიმეორეს ზუსტად ის ილეთები რაც დღეს ვისწავლეთ სპეციალურად იმისთვის, რომ ჩვენ ვისაც სურვილი გვექნებოდა ჩაგვეწერა კამერებში და სახლში ვარჯიშის დროს გაგვეხსენებინა ნასწავლი. (იხილეთ ზევით დედებული ვიდეო)

მე და აკა სალსა კრუიზის ლიფტში. :)) გადაღებულია 2009 წლის სექტემბერს      მე და კენეთი სალსას ცეკვის დროს

მე და კენეთი სალსას ცეკვის დროს.