პოლარული ღამეები

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!! აპრილი 6, 2010

ბოლო ჩემი პოსტი ტაილანდიდან დავაფიქსირე. მას მერე თითქმის ერთი თვე გავიდა, მაგრამ ჯერ ისევ სულ ტაილანდის ხსენებაში ვარ და ვწუწუნებ რომ მცივა.. თუმცა ეს ორი დღეა დათბა ანუ სამი ჯემპრის მაგივრად ორ ჯემპრს რომ ვიცმევ მიხარია :)) მართლა საშინელება იყო პირველი კვირა ოსლოში. რამოდენიმე დღე მე და აკამ სმაში გავატარეთ.

კარგით, წუწუნს შევეშვები და გეტყვით რომ ძალიან ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. ბოლო დღეს კოსამუის სანაპიროს რომ ვემშვიდობებოდით თვალები აგვიცრემლიანდა :) კოსამუიდან ბანგკოკში ჩავფრინდით ოსლოში გადმოსაფრენად. ბევრი დრო გვქონდა და დრო ისევ შოპინგში და სეირნობაში გავატარეთ. რატომღაც ბოლო დღეც ძალიან ტკბლად დამამახსოვრდა.

შოპინგზე გამახსენდა. არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო ეს ფაქტი. 2009 წლის ზამთარს, იანვარში 50 წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდე. ყველა სეზონის. აი მაგ დროისთვის ფეხსაცმლის დანახვაზე უკვე გული მერეოდა. აკას შევპირდი რომ ერთი წელი დაგასვენებ და სახლში ფეხსაცმლის ყუთებით დატვირთული აღარ მოვალ თქო. მის მერე რატომღაც ავიკვიატე რომ ჩემი შემდეგი პირველი ფეხსაცმელი ძალიან განსაკუთრებული, წითელი და კლასიკური სტილის უნდა ყოფილიყო. ბანგკოკის ფეხსაცმელების მაღაზიაში რომ შევიარე ლამის გული წამივიდა ისეთი მრავალფეროვნება და მშვენიერება გადამეშალა თვალწინ. ზუსტად აი ისეთი წითელი ფეხსაცმელი ვნახე მე რომ წარმომედგინა და დაუფიქრებლივ ვიყიდე. რათქმაუნდა შემდეგ სხვა რამოდენიმე წყვილიც მივაყოლე :)) ფეხსაცმელების მანია მჭირს ნამდვილად!!

დროა მოვრჩე ტაილანდზე და ფეხსაცმელებზე ოცნებას. დღევანდელი ფრიად სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ. ჩემს ამდენი ხნის ნაოცნებარ Beauty Make-up Artist  სკოლაში ვიყავი და ხელი მოვაწერე კონტრაქტს. ანუ 12 აპრილიდან ვიწყებ სწავლას. სამი წელი ვისწავლე სამიდიცინოზე, საექთნო დავამთავრე. ვიმუშავე კიდევაც, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ეს ის არ არის რაც მინდა ვაკეთო. საერთოდ, ჯანდაცვის სფეროში არ მსურს მუშაობა. მგრუზავს. ყველაზე მეტად კიდევ თეთრი ხალათი მაღიზიანებს. ამიტომ ყველაფერს ვიწყებ თავიდან. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!! :)

ესეიგი ეს სკოლა არის კერძო სკოლა, სადაც გაძლიერებული და სწრაფი მეთოდით ასწავლიან. ამიტომ რათქმაუნდა ფასიანია. ოთხ ნახევარ თვის განმავლობაში ორი წლის მასალას გავივლით.

კურსში შედის :

  • თეორია
  • კანის მოვლა საუკეთესო მაკიაჯის მისახწევად
  • მაკიაჯი და ხელსაწყოები
  • ჰიგიენა
  • მაკიაჯის ისტორია
  • სახის ფორმები
  • ნიღაბი/ camouflage
  • ყოველდღიური მაკიაჯი
  • მამაკაცის მაკიაჯი
  • საღამოს მაკიაჯი
  • High lights og low lights
  • სადედოფლო მაკიაჯი
  • Smoky eyes და რთული მაკიაჯის ტექნიკა
  • ფოტოგრაფია და გრიმი
  • თმა და თმის სტილისტიკა

და კიდევ სხვა ათასი დამატებითი წვრილმანი. წინასწარ ძალიან შემართებით და დადებითად ვარ განწყობილი. გოგოებო და საერთოდ ვისაც მაკიაჯის შესახებ გაინტერესებთ. ვეცდები ნასწავლი ბლოგზეც ხშირად დავპოსტო და ჩემი მიღებული ცოდნა თქვენც ასე თუ ისე გაგიზიაროთ, ასე რომ შემომიერთდით! :)