პოლარული ღამეები

მმმ…კვირა.. იანვარი 25, 2010

კვირა. ჩვენი უსაქმურობის და სახლში ფუსფუსის დღე. კვირას ვერ წარმომიდგენია სახლში უსაქმურობის გარდა სხვა რა უნდა ვაკეთო… ეტყობა მიჩვევაზეა ყველაფერი. დღევანდელმა კვირამაც ასე უსაქმურად ჩაიარა. თუმცა გააჩნია ეს ვის როგორ ესმის. სახლში საკუთარ ოჯახთან ერთად დროის გატარება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ყოველშემთხვევაში :) მართლა არაფერს მირჩევნია ჩემს კვატთან და დიდ მამალ ბატთან ( აკასთან,ლოლ ) ერთად არაფრის და ასევე ბევრი ძალიან კარგი რამის კეთება..  საუბარი, სიცილი,საჭმლის ერთად გაკეთება, რამდენიხანიც გამიხარდება იმდენიხნით აკას ჩახუტება, ფილმის ერთად ყურება და თან პოპკორნის კრაწუნი. მხოლოდ თორმეტ საათს რომ გადასცდება მაშინ ვიგრუზები, ხვალ ხომ ორშაბათია :( სულ მინდა რომ შაბათ კვირა იყოს და ვინებივრო. მხოლოდ მე მჭირს ეს სიზარმაცე ?

გუშინ ის წყლის კამერა ვიყიდე, ამდენიხანია რომ მინდა, Canon D10 .  ხოდა, დღეს მთელი დღეა არ ვასვენებ.ვუღხიკინებ )) მშვენიერ სურათებს იღებს,ვიდეოსაც. ერთი წყალში ვერ გამოვცადე, ნეას  ბანაობისას ვაპირებდი და სულ გადამავიწყდა. ერთი სიტყვით დიდად აღფრთოვანბული არ ვარ. უბრალოდ მომწონს რომ წყლის კამერაა. ზღვაზე თუ აპირებთ დასვენებას ძალიან გამოგადგებათ, მაგრამ ყოველდღიური  გამოყენებისთვის მაინც სხვა უფრო მსუბუქ კამერას გირჩევდით.

აი ახალი კამერით გადაღებული  ვიდეოები. თავად შეაფასეთ :)

ლოლ, ჩვენ რომ ვუსაქმურობთ, სამაგიეროდ ამ დროს ნეა საქმიანობს :)) ორი წამით უკან არ მივდიეთ და ემმას საჭმელი მიირთვა :))

(რას ვბურდღუნებ, ვერ ვიტან საკუთარ ხმას :ს)

ფაფის ზელვა ნეასებურად :))