პოლარული ღამეები

სამი ოთხ ფეხზე მოსიარულე… იანვარი 13, 2010

დედიკოს ბარტყი
მოყიყინე ნეა. ემმას უცინის ))

ნეამ ემმა დაინახა და აყიყინდა :))

დიახ, სახლში ზოოპარკი მაქვს.  განსხვავება ისაა რომ ამ ზოოპარკში ერთ-ერთი ოთხზე მოსიარულე ჩემია:)
დილა რომ თენდება მე ვხდები მწყემსი. ყველაფერი იწყება ჩემი ოთხ ფეხზე მხოხავი კვატით. მართალია კვატს ოთხი ფეხი არ აქვს, მაგრამ აი ჩემი კვატი განსხვავებულია. კვატია აბა რაა.. ტატა, ბატა,კვატას მეტი არაფერი იცის. კვატის გარდა კიდევ სხვა უამრავ მოსაფერებელ უცნაურობებს ვეძახით, როგორიცაა: ბარტყი, ჭუკლი, ბურთი, ცხოველუკა,ბუსუსი, ჩასუნული, სიმინდი, (ნეას ერთ-ერთი საყვარელი თამაში.სიმინდივით ვიჭერ ხოლმე გვერდულად და ვითომ ვჭამ) ღიპი, ზომბი (ხშირად როდესაც სადმე მიფოფხავს თან დორბლი მოსდის და თან რაღაც ზომბის ნაირ ხმებს გამოსცემს), მატლუკა, ბზზზზიკი.. ვეძახით  ყველაფერს რასაც კი მივამგვანებთ.  

დილით ჩემი კვატის მორთვა მოწესრიგებას რომ ვრჩები შევდივარ აბაზანაში და გამოვმწყემსავ დანარჩენ ოთფეხებს.  (აბაზანაში ყველაზე მყურდროდ გრძნობენ თავს) აი მაშინ იწყება ჩემი ნერვების, ენის და ყელის კუნთების ძაბვა, კალიასავით აქეთ იქით ხტომაზე და ორმაგად გაფართოებულ თვალებზე რომ არაღარაფერი ვთქვათ.   – ემმა! გადი იქით, ნეა გაგპუტავს შე საწყალო.  

– ფიო! მანდ სად ასულხარ შე საზიზღარო, შენი საჭმელი არ გეყოფა?! (ფიო ჩვენი 4 წლის ფისუნიაა. სულ პირველი შვილობილი)  

– ნეა! შეეშვი ემმას პუტვას! მოეფერე. ნახე მუცელში შენნაირი ღუნღულა ჭუკლები ყავს.  

– ცხოველებო! ნეას საჭმელი რომელმა შეუჭამა?? (ფიო და ემმა ტუჩებს ილოკავენ)  

– ბარტყი, მოხოხდი აქ, მანდ საშიშია.  

– ფიო, ყვავილების ჭამას შეეშვი. ძროხა ხომ არ ხარ??  

– ისევ ფიო. ნეას საწოლში რა გინდა!  ამ დროს ფიო თვალსაც არ ახამხამებს, სანამ ბალიშს არ ვესვრი ისე არ იძვრება ადგილიდან.  

მოკლედ ჩემი ცხოველები ყველაფერს აკეთებენ ჩემი ყურადღების მისაქცევად. ემმა, როგორც მიხვდით დიდ არაფერს აშავებს გარდა იმისა რომ არსებობს. არსებობს ნეას საპუტველად.
ნეა სადმე მოსიარულე ემმას რომ ხედავს, ყიყინს იწყებს. ანუ იმ ოთახში თუ არ ვარ და ნეა აყიყინდა, ვხვდები რომ ემმაც იქვე ახლო-მახლოსაა სადღაც მოკუნტული და ცახცახებს. ხო, ნეას დანახვაზე თვალები უდიდდება, კუდი უქრება და აკანკალებს. საერთოდ არასდროს ყვარებია ბავშვები. არ ენდობა. თან ჩემგან განებივრებული ჯერ ვერ შეგუებია იმას რომ მასზე მეტად ახლა სხვა მიყვარს.  

ნეა და ემმას შეხმატკბილებული ურთიერთობა

ნეა და ემმას შეხმატკბილებული ურთიერთობა

  რაც უფრო დრო გადის მით უფრო მოძრავი ხდება ჩემი კვატი. რათქმაუნდა მიხარია, მაგრამ ხომ ხვდებით ეს რასაც ნიშნავს.. გუშინ რაღაც ხუთმაგად აქტიური იყო. მეც შესაბამისად ხუთმაგად დავხტოდი. ტორშერი ორჯერ გადმოაყირავა და ორჯერვე თავში მოხვდა :))
წიგნების თაროდან რისი აღებაც ვერ მოვასწარი ყველაფერი დაღეჭა და მერე ერთი ამბავი გვქონდა ხახაზე მიკრობილი ქაღალდების მოცლაზე.
ერთი ისაა კარგი რომ ნეას სიმაღლეზე მტვერი აღარ არსებობს, არადა ადრე ყველაზე მეტად მაგ ადგილებში მეზარებოდა მტვრის წმენდა :)))
იმდენი სათამაშოები აქვს რომ მენანება ასე უმაქნისად რომ ყრიან, ლამის მე დავიწყო თამაში. თვითონ მაგიდის ფეხები, პიანინოს კლავიშებზე ტყაპუნი, ძირს დაყრილი ნაგვის კრეფვა, ჩემი მობილური, ნაგვის ვედრო, იატაკის ჯოხი და საერთოდ სახლში ყველა ნივთი აინტერესებს, ყველაფერი აკრძალული, საკუთარი სათამაშოების გარდა.  

ორი კბილი ახლახან ამოუვიდა და სულ რაღაცას ღრღნის. ტკბილ ორცხობილას რომ ვაძლევ ჭამის გარდა ყველაფერს უშვება. ბოლოს ნაწამები ორცხობილა მთელი სახლის იატაკზე განისვენებს :))  ამ დროს ფიოს და ემმას პირის ჩატკბარუნება იწყება.  

ემმა და ფიო აბაზანის ოთახში :))

  ბავშობაში რაც თამაში დამაკლდა ახლა ვინაზღაურებ. ნეას დევნით რომ ვიღლები, მოვამწყვდევ ხოლმე კვატს ჩემს მკლავებში და ვყიყინებთ ერთად. წარმომიდგენია რა სულელს ვგავარ მაგ დროს. ძალიან მოსწონს გადაჭარბებული მოქმედებები. ჩემი ისედაც ფართო, ახლა ორმაგად დაჭყეტილ თვალებზე გულიანად იცინის. სულ ვემუქრები რომ უზომოდ დავსუნავ ყველგან.. ეს სუნვის თამაში საიდან მოვიგონე არ მახსოსვს, მაგრამ კარგად ვერთობით ხოლმე.  

გარეთ გასვლა ხომ ცალკე ამბავია. ნეას ჩაცმა უდრის ტირილს. ქუდს რამდენჯერაც დავახურებ იმდენჯერ იხდის თავიდან. სამაგიეროდ საბავშვო ეტლში რომ ვსვავ ინაბება. ჩემსავით ძალიან უყვარს გარეთ სიარული.
ეტლში მხოლოდ ნეა არა, ემმაც ზის, მხოლოდ დაბლითა სართულზე.
სახლში ნეას პამპერსების ცვლა ხომ არ მეყოფა. გარეთ ემმას განავლები უნდა ვკრიფო. (პატარა სპეციალური ცელოფნის პარკები იყიდება ასეთი ნარჩენების ასაკრეფად და გადასაყრელად) ერთხელ დამეზარა კი არა, ისეთი პატარა ქნა რომ  საჭიროდ არ ჩავთვალე აღება და ხალხმა ლამის იმ განავლითვე ჩამქოლა.  

პირველი დანაშაული

  ეტლს ორი ფეხის მანძილზე თუ მოვშორდები, იწყება ემმას გაბმული წრუწუნი. რაღაცნაირად, ცხვირიდან უშვებს მაღალი სიხშირის ბგერებს რაც საშინლად მოქმედებს ჩემს ნერვებზე. ერთი გამონაკლისია თუ იცის რომ ნეა ეტლშია ხმას არ იღებს. ხვდება რომ ამ დროს შორს არასდროს წავალ.  

მაღაზიებში თუ ქუჩაში გამუდმებით ყურადღების ცენტრში ვარ ემმას წყალობით. რა საყვარელია და ვაიმე რა საყავრელია, სასიამოვნოდ მოსასმენი აღარაა, ცოტათი დამღალა.  

საღამო დიდად არ განსხვავდება დღის სხვა მონაკვეთებისგან. გარდა იმისა რომ ამ დროს საშინლად დაღლილი ვარ, სახლი  არეულია, ნეაც ორმაგად ჭირვეული და მე და აკას ერთად გვინდა საღამოს გატარება. პლიუს ემატება ცხოველების დაბინავება. ნეას კვატაობა (ბანაობა) აბაზანაში… და აღარ ჩამოვთვლი კიდევ რამდენი რამ.
სადღაც ცხრა საათისკენ პირველად ვეშვები. უფრო სწორედ ნეას იძინებს და მე და აკა გაერთიანებული ძალებით ვალაგებთ სახლს. მხოლოდ აი ამის მერე ხდება ჩვენი ნებივრობა.  

ემმა ეტლში))

  აი ასე.. ასეთი შეიძლება იყოს ჩემი ერთერთი ლამაზი დღე. ყველაფრის და მიუხედავად, ეს ყველაფერი იმდენად მაცოცხლებს და მახალისებს რომ ამის გარეშე, ჩემი რომელიმე ოთხფეხიანის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა სიცოცხლე.  

თქვენც გყავთ სახლში რაიმე ოთხფეხზე მოსიარულე, რომლის გარეშეც არ შეგიძლიათ?? :)