პოლარული ღამეები

პირველი საღამო ლონდონში თებერვალი 13, 2010

პირველი შთაბეჭდილებები

დავიწყებ ცუდით ანუ იმით რაც არ მომეწონა. სანაგვის ყითები ძალიან ბევრი ვეძებეთ და ერთი ორს თუ წავაწყდით. მეორე, აკამაც აღნიშნა რომ ნორვეგიელი გოგოები გარეგნულად მისთვის და ჩემთვისაც უფრო მიმზიდველები არიან ვიდრე ბრიტანელი გოგოები. საბედნიეროდ ჯერ ჯერობით სხვა პრეტენზიები არ მაქვს :)

ჩვენს პატარა ოსლოსთან შედარებით საკმაოდ დიდი და ულამაზესი ქალაქია. ეს ჯერ-ჯერობით რაც სასტუმროს და რესტორანის ძებნისას მოვახერხეთ თვალის შევლება. თავაზიანი და ყურადღებიანი ხალხია. ქუჩაში არცერთ მოქალაქეს არ დაზარებია გზის  მისწავლება. თუმცა აკა როგორც ყოველთვის წინასწარ შემზადებული იყო და იცოდა საით უნდა წასულიყო, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც რამოდენიმეჯერ კითხა მიმართულება.

ჩვენი სასტუმროს წინ :)

მოკლედ დღეს დიდი ვერაფერი ვერ მოასწარით. დრო თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა.
მოვთავსდით სასტუმროში tower bridge-ს გვერდით.
ცოტაოდენი მოწესრიგების, შხაპის მიღების და გამოკაზმვის შემდეგ გულის ფანცქალით გავეშურეთ ქართული რესტორნის ” mimino” სკენ. ლონდონში და რატომ მაინც და მაინც ქართულ რესტორანში? ალბათ ამას ემიგრანტი ქართველები უფრო კარგად გამიგებენ, თან აქვე მინდა ავღნიშნო რომ ნორვეგიაში ქართული რესტორანი არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა.
სხვათაშორის ასეთ კარგ სერვისს არ ველოდი ნამდვილად. ღიმილი და თავაზიანობა ნამდვილად არ დავიწყებიათ. უგემრიელესი ხინკალი მოგვართვეს და პრინციპში ვერც ვერაფერი დავუწუნე. მწვადიც, ხაჭაპურიც და სხვა დანარჩენი ყველაფერი გემრიელი იყო.
წამოსვლისას დამატებითი ხაჭაპურები დავაცხობინეთ და წამოვიღეთ : )) მნიამ!!

რესტორანიც არ უჩიოდა კლიენტების ნაკლებობას. ერთადერთი რამ რაც არ მოგვეწონა იყო რუსული ძალიან ხმამაღალი საესრტადო სიმღერები! აკას ჩემს ხმას მაგიდის მეორე მხარეს ძლივს ვაწვდენდი.

მიმინოში იმდენი ვჭამეთ და დავლიეთ (თეთრი ღვინო) რომ ნამდვილად არ ვჭამ ამდენს მთელი კვრის განმავლობაში. : )) სახლში დიდი ქშენვით და სიცილ ხარარით მოვგორდით.

და ბოლოს. ჩემი განცხრომის კიდევ ერთ-ერთი პატარა მიზეზი. აკას დიდი ხვეწნით და მუდარით, მწეველის ოთახი დავაბრონინე. ვინაიდან და რადგანაც სახლში არ ვეწევი და მიწევს ხოლმე აივანზე გათოშვა მოწევის დროს, ახლა შემიძლია წამოვგორდე და ეს სიამოვნება ასე მივიღო!!  მწევლებო, ვიცი გამიგებთ : ))

ახლა კი ხვალამდე. ხვალ ლონდონი უნდა მოვიაროთ!!

საწოლის გასწვრივ დიდი სარკე მომეწონა ))

საწოლის გასწვრივ დიდი სარკე მომეწონა ))

))