პოლარული ღამეები

ღამის ცხოვრება ოსლოში იანვარი 24, 2010

ფარტიზე წასვლამდე))ვაი თავი. ვაიმე სხეულის ყოველი კუნთი მტკივა. საშინლად მოთენთილი ვარ.. წყალი!! ლოგინი მინდაა!!  აბა რა მეგონა გუშინ რომ ვსვავდი იმდენ ალკოჰოლს? გუშინდელი ღამე ლათინო კლუბში გავატარე ჩემს ასევე ლათინო დაქალებთან ერთად. არა, სხვათაშორის გუშინ ძალიან თავშეკავებულად დავიწყე სმა, სულაც არ ვაპირებდი დილის 6 ზე სახლში გამთენიისას დაბრუნებას და არც ამდენის დალევას, მაგრამ რა ჩემი ბრალია გუშინ სასმელი ასე ოხრად რომ მქონდა? რატომ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ სრულიად უცნობმა ლათინო ბარმერმა რატომღაც ითავა საკუთარ თავზე ჩემი სასმელით მომარაგება და არა მარტო ბარმენმა..  რომ გადავწყვიტე სასმელი წყლით შემენაცვლებინა, მესმის ხმა რამოდენიმე წუთის წინ გაცნობილი გოგოსი. ტეკილაზე მეპატიჟება))) მევთქვი არა გმადლობ, სხვა დრის თქო, მაგრამ ვინ რა მაცალა.. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ ხელზე ისე გემრიელად მომაყარა მარილი და გამომიწოდა მწვანე ლიმონი რომ უარი ვეღარ ვუთხარი :)) ცოტახნის შემდეგ facebook ის მისამართები გავცვალეთ :) ჰაჰა.. საინტერესო იქნება ხვალ მასთან ფხიზელზე საუბარი. ხოდა, სალსას სწავლა მინდა, რა მაგარიაო.. დამავიწყდა მეთქვა თუ როგორ გავიცანი ჩემი ახალი მეგობარი. ეს გოგო მეგობრებთან ერთად რაღაცნაირად  იყო ლათინურ ღამის კლუბში მოხვედრილი, ეტყობოდათ პირველად.. ხოდა, რომ დავჯექი ორი წამით შესასვენებლად და ლუდის მოსაწრუპად, მოვკვდი მაგათი საცოდაობის ყურებით. იდგნენ ეს დაქალუშკები და ცდილობდნენ ვინმესთვის მიებაძათ ბაჩატას ცეკვაში. ერთ-ერთი განსაკუთრებით მონდომებული იყო.. მეც ავდექი და მივედი, მოდი გასწავლო თქო და ისეთი იგაუხარდა განსაკუთრებით ერთ-ერთს, რომ მეცა მაშინვე. სასიამოვნოა როცა კარგ ხასიათზე ხარ და ასევე კარგ ხასიათზე მყოფ, გახსნილ და კონტაქტურ ადამიანებს ხვდები. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ან რამდენად ნაცნობი. ვერც ბარმენთან ცეკვას ვერ გადავურჩი. სხვათაშორის კარგად ცეკვავდა. სამწუხაროდ სამუშაოს გამო ორ წუთშივე მოუხდა ბართან დაბრუნება.

არც ისე ბევრი ნორვეგიელი დადის ლათინურ კლუბებში. ლათინო დისკოტეკები დანარჩენი კლუბებისგან იმით გამოირჩევა რომ აქ იშვიათად ვინმე დამჯდარი ნახოთ. ხალხი გაუჩერებლად ცეკვავს იმ დროს როცა ჩვეულებრივ დისკოებზე გაცილებით დიდი დრო ეთმობა ჯდომას, საუბარს და სმას. ნორვეგიელების უმეტესობას სწორედ ეს მეორე ვარიანტი უფრო იზიდავთ. ამ კლუბებში ხშირად ერთი და იგივე ხალხი დადის. ანუ იცნობენ ერთმანეთს, იციან ვინ როგორ ცეკვავს და ყველაზე კარგ მოცეკვავეებს მოსვენებას არ აძლევენ, როგორც ბიჭებს ასევე გოგოებს. ლოლ, მეც ვიცი ერთი ორი რომლებთანაც მიხარია და მომწონს ცეკვა იმიტომ, რომ კარგად ცეკვავენ და რამოდენიმე რომლებსაც არ ვეკარები. მე პირადად არ ვიცი ვინ როგორ მოცეკვავედ მთვლის, მაგრამ ლათინურ კლუბში არასდროს ვარ ასე ვთქვათ “პარტნიორის” გარეშე. ხო კიდევ, ბიჭი თუ მოვა და გთხოვს რომ ეცეკვო, ეს ძალიან ჩვეულებრივი რამ არის.. იგივენაირი ქცევაც ჩვეულებრივია გოგოების მხრიდან. ანუ ჩვეულებრივია გოგო მივიდეს და უცხო ბიჭს სთხოვოს რომ ეცეკვოს. ლათინო დისკოტეკების კიდევ ის მომწონს, რომ ხალხი განსაკუთრებულად თბილია, თავაზიანი და მხიარული.

ახლა რა ხდება სხვა, ანუ არა-ლათინო დისკოტეკებზე და ღამის კლუბებში. სადღაც უკვე თორმეტი საათისკენ იწყება კლუბების შევსება. გასაკვირი ისაა რომ ასე ადრე საკმაოდ ნასვამ ხალხი იყრის თავს. ბევრი წინასწარ იკრიბება ერთმანეთის სახლებში, რასაც “vorspiel” ს ეძახიან. ანუ ყველას მიაქვს საკუთარი სასმელი შეკრების ადგილზე, სვამენ რაც შეიძლება მეტს და ასე უკვე ნასვამები გადიან გარეთ დროის გასატარებლად. ზოგი ამ დროს უკვე ფეხზე ძლივს დგას და მათთვის ესაა კარგი დროის გატარება. ასე უკვე კარგად ნასვამები კიდევ ძალიან ბევრ სასმელს მიირთმევენ ბარში თუ დისკოტეკაზე. საცეკვაო დარბაზები ხშირად სავსეა მოცეკვავე ახალგაზრდებით, მაგრამ მე ამას ქაოსს უფრო მეძახი ვიდრე ცეკვას. ხალხი ერთმანეთში ირევა, ზოგჯერ წააწყდებით დაქალებს რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთთან ცეკვავს. ზოგნი არც ერთმანეთთან საკმაოდ ახლო კონტაქტს ერიდებიან. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ვისაც რა გაუხარდება აკეთებს იმას. დაბოღმილ, შურიან სახეს ძალიანაც რომ მოინდომო ვერ ნახავ იმიტომ, რომ ხალხი აქ გასართობად მოდის. თუ ზედმეტად ნასვამი ხარ და ფეხზე ვეღად დგები მცველი გამოგელაპარაკება და ან შენი ნებით ან მისი ძალით გარეთ აღმოჩნდები. თუ ხმაურს ატეხავ და პრობლემებს შექმნი პოლიცია ორ წუთში  წაგათრევს საჭირო ადგილას და მეორე დღეს პახმელიის გარდა კიდევ კარგი დიდი ჯარიმაც გაგახალისებს.

ყველანაირი დისკოტეკა თუ ბარი შუაღამის 3 საათზე იკეტება (დიახ, ასეთი მკაცრი კანონები მოქმედებს აქ :( ). ამ დროს დამშეული ხალხის რიგი დგება ქებაბის “ჯიხურებთან”.  სახლში თუ გეჩქარება წასვლა სჯობს ეს ერთი საათით ადრე გააკეთო, რადგან უკვე სამი საათისთვის იმდენი ადამიანი მიდის სახლში, რომ ტაქსის შოვნა ძნელია. თუ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობ და ტაქსის ფული არ გაქვს, (დაახლოებით 14 კმ მგზავრობა 400 კრონი ჯდება ანუ 120 ლარი. ღამით კიდევ უფრო ძვირია) ღამის ავტობუსებიც დადიან 4 საათამდე. ვისაც არც შია და არც სახლში არ ეჩქარება მიდიან nachspeil-ზე, ანუ აგრძელებენ სმას და გართობას დილამდე.

აი ასე.. გუშინ მართლა ერთ-ერთი დაუვიწყარი საღამო მქონდა ჩემს ლათინელ მეგობრებთან ერთად. სახლში კი მოვედი საშინლად დაღლილი და ფეხებ დასიებული, მაგრამ ნამდვილად ღირდა ეს საამისოდ.

ერთერთი საღამო ლათინელ მეგობრებთან ერთად