პოლარული ღამეები

რამოდენიემე წამით ლოფოტენის კუნძულებზე დეკემბერი 27, 2009

ეს დღეებია გარეთ თითქმის არ გავსულვარ. ფანჯრებიდან თუ ვადევნებდი თვალ-ყურს ფიფქების ცვენას. აუხდათ ნორვეგიელებს ოცნება. თოვლის მოსვლა ყველაზე მეტად სასიხარულო ნორვეგიელებისთვის ხომ შობაზეა.
სახლით უკვე მოწყენილი ნეა, ჩავსვი თავის ვარდისფერ კალიასკაში და ცოტა გავისეირნეთ. ეტყობა ესიამოვნა სუფთა ჰაერი და  რამოდენიმე წუთშივე ჩაეძინა. ემმა (ჩემი სამ კილოიანი ცუგა ) რათქმაუნდა თან გვახლდა.. სიხარულით წინ დაკუნტრუშებდა და თან ჩვევად აქვს ყოველს 5 წამში ერთხელ უკან მოხედვა, მამოწმებს, ხომ არსად გავეპარე :))
ამდენი თოვლის დანახვაზე ლოფოტენის კუნძულები გამახსენდა.

ალბათ ლოფოტენის კუნძულების ხსენებაზე, თეთრი დათვები, პინგვინები და მხოლოდ თოვლი წარმოგიდგენიათ. მე ყოველშემთხვევაში  სხვა რამე ვერ წარმოვიდგინე მაშინ.
ჯერ იქიდან დავიწყებ რომ ვცხოვრობდით პატარა ხის კოტეჯში, რომელის აივანიც ატლანტის ოკეანის სანაპიროზე იყო  გადმოკიდული. გარშემო თეთრად დათოვლილი მთები. თოლიებიც პირველად მაშინ გავიცანი.
დღეში სადღაც სამჯერ ვთევზაობდით და ერთი წლის განმავლობაში თევზის გარდა თითქმის სხვა საჭმელი არც კი გაგვხსენებია.
მახსოვს 2000 წელს რა ამბავი იყო. რატომღაც ყველა ქვეყნიერების აღსასრულზე და  ღვთის რისხვაზე ლაპარაკობდა)) ერთი სიტყვით ხალხი რაღაცას ელოდებოდა.. მეც სულ რაღაც 13 წლის ბავშვი ადვილად დამაშინეს და ნამდვილად არ მიხაროდა ამ წლის მოსვლა )) მოვიდა 2000 წელის 31.დეკემბერი. გარეთ საშინლად მოყინული იყო და ასე ბარბაც ბარბაცით  სახლში მიმეჩქარება. თან თორმეტ საათს რაღაც წუთები უკლია. (ახლა მართლა ვერ ვიხსენებ ასეთ დროს გარეთ მარტო რას ვაკეთებდი  )) ჩრდილოეთის ნათება მანამდე ბევრჯერ მენახა, მაგრამ ნამდვილად არა ასეთი ამ დღეს რომ ვნახე.

წითელ ცაზე მოულოდნელად უამრავი ფერების შეხლა შემოხლა მოხდა. წარმოიდგინეთ უზარმაზარი მოძრავი წისარტყელა, მთელ ცაზე გადაჭიმული.
მე ისედაც  გულგახეთქილის, ძალან შემაშინა ამ მოულოდნელმა სანახაობამ და მოვიკუნტე.  გულში გავიფიქრე, აგერ შენი ქვეყნიერების ახსასრულიც თქო :)) ისეთი ლამაზი იყო..რამოდენიმე წამის მერე შიშმა გამიარა და დავტკბი სანახაობით. ნამდვილად არასდროს დამავიწყდება 2000 წლის ახალი წელი :)

მიხარია რომ ჩრდილოეთის ზაფხულიც ვნახე. თავისებურია. არასდროს ცხელა.არც ღამდება. რამოდენიმეჯერ შუაღამისას გამღვიძებია და ვერ გამეგო, ჩამეძინა და გვიან გავიღვიძე თუ ჯერ ისევ

შუაღამეა და ძილის დრო. პოლარული ღამეები მაინც ძალიან განსხვავდება სხვა ღამეებისგან. უცნაურია.. და სხვა ჩვეულებრივი ბნელ ღამეებთან შედარებით უფრო მოწყენილი.

მის მერე სამწუხაროთ არასდროს აღარ ვყოფილვარ ჩრდილოეთით, ლოფოტენის კუნძულებზე,

თუმცა უახლოეს მომავალში გეგმაში მაქვს რამოდენიმე დღით ისევ

სტუმრობა. თუნდაც იმიტომ რომ აკას დაპირებული ჩრდილოეთის ნათებას შევახვედრო :)