პოლარული ღამეები

ღამის ცხოვრება ოსლოში იანვარი 24, 2010

ფარტიზე წასვლამდე))ვაი თავი. ვაიმე სხეულის ყოველი კუნთი მტკივა. საშინლად მოთენთილი ვარ.. წყალი!! ლოგინი მინდაა!!  აბა რა მეგონა გუშინ რომ ვსვავდი იმდენ ალკოჰოლს? გუშინდელი ღამე ლათინო კლუბში გავატარე ჩემს ასევე ლათინო დაქალებთან ერთად. არა, სხვათაშორის გუშინ ძალიან თავშეკავებულად დავიწყე სმა, სულაც არ ვაპირებდი დილის 6 ზე სახლში გამთენიისას დაბრუნებას და არც ამდენის დალევას, მაგრამ რა ჩემი ბრალია გუშინ სასმელი ასე ოხრად რომ მქონდა? რატომ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ სრულიად უცნობმა ლათინო ბარმერმა რატომღაც ითავა საკუთარ თავზე ჩემი სასმელით მომარაგება და არა მარტო ბარმენმა..  რომ გადავწყვიტე სასმელი წყლით შემენაცვლებინა, მესმის ხმა რამოდენიმე წუთის წინ გაცნობილი გოგოსი. ტეკილაზე მეპატიჟება))) მევთქვი არა გმადლობ, სხვა დრის თქო, მაგრამ ვინ რა მაცალა.. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ ხელზე ისე გემრიელად მომაყარა მარილი და გამომიწოდა მწვანე ლიმონი რომ უარი ვეღარ ვუთხარი :)) ცოტახნის შემდეგ facebook ის მისამართები გავცვალეთ :) ჰაჰა.. საინტერესო იქნება ხვალ მასთან ფხიზელზე საუბარი. ხოდა, სალსას სწავლა მინდა, რა მაგარიაო.. დამავიწყდა მეთქვა თუ როგორ გავიცანი ჩემი ახალი მეგობარი. ეს გოგო მეგობრებთან ერთად რაღაცნაირად  იყო ლათინურ ღამის კლუბში მოხვედრილი, ეტყობოდათ პირველად.. ხოდა, რომ დავჯექი ორი წამით შესასვენებლად და ლუდის მოსაწრუპად, მოვკვდი მაგათი საცოდაობის ყურებით. იდგნენ ეს დაქალუშკები და ცდილობდნენ ვინმესთვის მიებაძათ ბაჩატას ცეკვაში. ერთ-ერთი განსაკუთრებით მონდომებული იყო.. მეც ავდექი და მივედი, მოდი გასწავლო თქო და ისეთი იგაუხარდა განსაკუთრებით ერთ-ერთს, რომ მეცა მაშინვე. სასიამოვნოა როცა კარგ ხასიათზე ხარ და ასევე კარგ ხასიათზე მყოფ, გახსნილ და კონტაქტურ ადამიანებს ხვდები. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ან რამდენად ნაცნობი. ვერც ბარმენთან ცეკვას ვერ გადავურჩი. სხვათაშორის კარგად ცეკვავდა. სამწუხაროდ სამუშაოს გამო ორ წუთშივე მოუხდა ბართან დაბრუნება.

არც ისე ბევრი ნორვეგიელი დადის ლათინურ კლუბებში. ლათინო დისკოტეკები დანარჩენი კლუბებისგან იმით გამოირჩევა რომ აქ იშვიათად ვინმე დამჯდარი ნახოთ. ხალხი გაუჩერებლად ცეკვავს იმ დროს როცა ჩვეულებრივ დისკოებზე გაცილებით დიდი დრო ეთმობა ჯდომას, საუბარს და სმას. ნორვეგიელების უმეტესობას სწორედ ეს მეორე ვარიანტი უფრო იზიდავთ. ამ კლუბებში ხშირად ერთი და იგივე ხალხი დადის. ანუ იცნობენ ერთმანეთს, იციან ვინ როგორ ცეკვავს და ყველაზე კარგ მოცეკვავეებს მოსვენებას არ აძლევენ, როგორც ბიჭებს ასევე გოგოებს. ლოლ, მეც ვიცი ერთი ორი რომლებთანაც მიხარია და მომწონს ცეკვა იმიტომ, რომ კარგად ცეკვავენ და რამოდენიმე რომლებსაც არ ვეკარები. მე პირადად არ ვიცი ვინ როგორ მოცეკვავედ მთვლის, მაგრამ ლათინურ კლუბში არასდროს ვარ ასე ვთქვათ “პარტნიორის” გარეშე. ხო კიდევ, ბიჭი თუ მოვა და გთხოვს რომ ეცეკვო, ეს ძალიან ჩვეულებრივი რამ არის.. იგივენაირი ქცევაც ჩვეულებრივია გოგოების მხრიდან. ანუ ჩვეულებრივია გოგო მივიდეს და უცხო ბიჭს სთხოვოს რომ ეცეკვოს. ლათინო დისკოტეკების კიდევ ის მომწონს, რომ ხალხი განსაკუთრებულად თბილია, თავაზიანი და მხიარული.

ახლა რა ხდება სხვა, ანუ არა-ლათინო დისკოტეკებზე და ღამის კლუბებში. სადღაც უკვე თორმეტი საათისკენ იწყება კლუბების შევსება. გასაკვირი ისაა რომ ასე ადრე საკმაოდ ნასვამ ხალხი იყრის თავს. ბევრი წინასწარ იკრიბება ერთმანეთის სახლებში, რასაც “vorspiel” ს ეძახიან. ანუ ყველას მიაქვს საკუთარი სასმელი შეკრების ადგილზე, სვამენ რაც შეიძლება მეტს და ასე უკვე ნასვამები გადიან გარეთ დროის გასატარებლად. ზოგი ამ დროს უკვე ფეხზე ძლივს დგას და მათთვის ესაა კარგი დროის გატარება. ასე უკვე კარგად ნასვამები კიდევ ძალიან ბევრ სასმელს მიირთმევენ ბარში თუ დისკოტეკაზე. საცეკვაო დარბაზები ხშირად სავსეა მოცეკვავე ახალგაზრდებით, მაგრამ მე ამას ქაოსს უფრო მეძახი ვიდრე ცეკვას. ხალხი ერთმანეთში ირევა, ზოგჯერ წააწყდებით დაქალებს რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთთან ცეკვავს. ზოგნი არც ერთმანეთთან საკმაოდ ახლო კონტაქტს ერიდებიან. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ვისაც რა გაუხარდება აკეთებს იმას. დაბოღმილ, შურიან სახეს ძალიანაც რომ მოინდომო ვერ ნახავ იმიტომ, რომ ხალხი აქ გასართობად მოდის. თუ ზედმეტად ნასვამი ხარ და ფეხზე ვეღად დგები მცველი გამოგელაპარაკება და ან შენი ნებით ან მისი ძალით გარეთ აღმოჩნდები. თუ ხმაურს ატეხავ და პრობლემებს შექმნი პოლიცია ორ წუთში  წაგათრევს საჭირო ადგილას და მეორე დღეს პახმელიის გარდა კიდევ კარგი დიდი ჯარიმაც გაგახალისებს.

ყველანაირი დისკოტეკა თუ ბარი შუაღამის 3 საათზე იკეტება (დიახ, ასეთი მკაცრი კანონები მოქმედებს აქ :( ). ამ დროს დამშეული ხალხის რიგი დგება ქებაბის “ჯიხურებთან”.  სახლში თუ გეჩქარება წასვლა სჯობს ეს ერთი საათით ადრე გააკეთო, რადგან უკვე სამი საათისთვის იმდენი ადამიანი მიდის სახლში, რომ ტაქსის შოვნა ძნელია. თუ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობ და ტაქსის ფული არ გაქვს, (დაახლოებით 14 კმ მგზავრობა 400 კრონი ჯდება ანუ 120 ლარი. ღამით კიდევ უფრო ძვირია) ღამის ავტობუსებიც დადიან 4 საათამდე. ვისაც არც შია და არც სახლში არ ეჩქარება მიდიან nachspeil-ზე, ანუ აგრძელებენ სმას და გართობას დილამდე.

აი ასე.. გუშინ მართლა ერთ-ერთი დაუვიწყარი საღამო მქონდა ჩემს ლათინელ მეგობრებთან ერთად. სახლში კი მოვედი საშინლად დაღლილი და ფეხებ დასიებული, მაგრამ ნამდვილად ღირდა ეს საამისოდ.

ერთერთი საღამო ლათინელ მეგობრებთან ერთად

 

ენერგიული დღე იანვარი 19, 2010

დღეს ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი, ცეკვის და ხტუნვის ხასიათზე ვიყავი.. ხოდა მეც ჩავრთე ჩემი ლათინურები და სამი თუ ოთხი საათი გაუჩერებლივ ვიცეკვე.. (უკარგესი მეთოდია კალორიების დასაწვავად :)) ოთხი საათი ხომ მოვკვდებოდი მოწყენილობით ტრენაჟორების დარბაზში, ასე კი ვერც კი გავიგე დრო სად გაქრა.  ვცადე მობირულით ვიდეოს გადაღება მაგრამ ძალიან ბანძი ხარისხი გამოვიდა და ამიტომ არ ვდებ. სხვა დროს, უკეთესი კამერა რომ მექნება ;)

აი ვნახე რაღაც ძველი..

მე და ლათინელი მეგობარი. გადაღებულია 2006 ის ზაფხულს. ბიგდოის სანაპიროზე

მე და კენეთი :) 2007 წელი ( წლებს ჩემი თმის ფერის და ვარცხნილობის მიხედვით ვადგენ როგორც ყოველთვის))

ვარჯიშს და ფორმაში მოსვალს რაც ეხება, ეს ბოლო ორი თვეა თავი ძალიან გავიზარმაცე.  აქამდე კვირაში სამჯერ ვახერხებდი ვარჯიშს, დღეს კვირაში ერთხელაც ძლივს ვაბავ თავს. ასე რომ ამ კვირიდან ვუბრუნდები ისევ ძველ ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში გეგმაშია :)

 

სტრიპტიზი იანვარი 10, 2010

მემგონი ჩემი 2010 წელი სურვილების ასრულებით  და საერთოდ ძალიან კარგად დაიწყო.  მხოლოდ სულ რამოდენიმე დღით, მაგრამ მაინც, ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი გვყავდა სტუმრად. მივეცით ისევ გართობას და დროის ტარებას :)) მოკლედ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით (თუმცა ბიჭები რატომღაც მაინდამაინც დიდად არ გამძალიანებიან )  ჩვენი ერთერთი საღამო სტრიპტიზ ბარში გავატარეთ. ჩემთვის ესეც პირველად.  კარგახანია მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა იქ  ლაივში. წასვლას რატომღაც ვერასდროს ვერ მოვაბი თავი ან ამისთვის პატარა ვიყავი და ბარში არავინ შემიშვებდა.  მოკლედ რა უნდა ვთქვა იმის გარდა რომ ნამდვილად არ ველოდი  ასეთი ლამაზი სანახავი თუ იქნებოდა ბოძზე მოცეკვავე ქალი. პირველ-ორს პირდაღებულმა ვუყურე. მერე ნაკლებად მაგრამ მაინც მთელი აღფრთოვანებით.

ბავშობაში სიტყვა სრტიპტიზი ჩემთვის რაღაც ძალიან ცუდს ნიშნავდა.ალბათ ეს იმიტომ რომ აზრზე არ ვიყავი და არც მაინტერესებდა ამის შესახებ არაფერი.უბრალოდ არ ვფიქრობდი ამაზე. უფროსების გადმოცემით კი ვიცოდი რომ ეს რაღაც ცუდი იყო, ხიხია :)) დღეს ვფიქრობ რომ სტრიპტიზი არის ის რაც ყველას შეუძლია იცოდეს.   ჩემის აზრით სტრიპტიზი ერთერთი ლამაზი, ეროტიული და მიმზიდეველი ცეკვაა. აღვიქვავ ძალიან დადებითად და არანაიდან უარყოფითად.  თავად დიდი სიამოვნებით დავეუფლებოდი ამ სახის ცეკვას დრო და საშუალება რომ მქონდეს.

საინტერესოა რეალში სტრიპტიზის მოცეკვავე მამაკაცი რა რეაქციებს გამოიწვევდა ჩემში. რატომღაც მგონია რომ ეს ქალს უფრო უხდება.  თუმცა წინასწარ არ მინდა განსჯა, შედარებები მერე.
youtube- ზე და სხვა საიტებზე ბევრი ვეძებე რაიმე  ქართველ ან ქართულ სრტიპტიზთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერაფერი საინტერესო ვერ ვნახე. მაინტერესებს ასევე საერთოდ საქართველოში რა აზრის არის ხალხი ამ საკითხთან დაკავშირებით. დაახლოებით ვხვდები, მაგრამ მაინც.

თავად რა აზრის ხართ?

:))